ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლის დირექტორი ვარდო შაინიძე: თუკი სკოლის არსებობას საფრთხე შეექმნება, სოფელში დარჩენა ალბათ გაგვიჭირდება
11-05-2023, 10:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ახალქალაქის სოფელ აზმანაში აჭარის მაღალმთიანეთიდან მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ჩამოსახლებულები ვცხოვრობთ. ამდენი ხნის განმავლობაში შევეგუეთ აქ ცხოვრებას, უკვე თაობები დაიბადა აქ და გაიზარდა. პრობლემების მიუხედავად, არ ვართ ცხოვრებისგან უკმაყოფილონი, მაგრამ თუკი სკოლის არსებობას საფრთხე შეექმნება, სოფელში დარჩენა ალბათ გაგვიჭირდება, - ამის შესახებ GUARDIAN.GE-ის სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლის დირექტორმა, ვარდო შაინიძემ განუცხადა.

 

დირექტორის ინფორმაციით, აზმანის საჯარო სკოლის თეთრთმეტი პედაგოგიდან უფროსი მასწავლებლის სტატუსი ოთხს აქვს მოპოვებული, დანარჩენი შვიდი კი უსტატუსოდ, დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობს.

 

ვარდო შაინიძის თქმით, პედაგოგები წინა წლებში გამოცდებზე გასული იყვნენ, მაგრამ ზოგიერთს საგანში დააკლდა ქულები, ზოგმა კი პროფესიული უნარების გამოცდაში ვერ შეძლო სათანადო კრედიტის მოპოვება.

 

 

„სკოლა მცირეკონტინგენტიანია. სოფელში არც თუ ისე სახარბიელო საყოფაცხოვრებო პირობებია. ახალქალაქიდან ჩვენს სოფლამდე 22 კილომეტრია, ცენტრალური გზა გაკეთდა, თუმცა სოფელში შემოსასვლელი გზა ისევ ცუდ მდგომარეობაშია. აქ, მოგეხსენებათ, აჭარიდან ჩამოსახლებულები ვცხოვრობთ. რომ იტყვიან ვამაგრებთ საზღვარს, თუმცა თუკი სკოლის არსებობას საფრთხე შეექმნება, მეც და ჩემს კოლეგებსაც ალბათ გაგვიჭრდება აქ ცხოვრება, რადგან სოფელში ერთადერთი რამ, რასაც სიცოცხლე შემოაქვს, ეს სკოლაა და ესეც თუ არ იარსებებს, აქ გაჩერების მიზანს ვერ ვხედავ.

 

 

„სოფელში არც მაღაზიაა, არც სხვა ელემენტარული რამ. არც აქ და არც მიმდებარე სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ დადის. არადა, ყველაფრის საყიდლად ახალქალაქამდე, 22 კილომეტრის მანძილზე გვიწევს წასვლა, ტაქსი კი საკმაოდ ძვირია, რადგან ახალქალაქიდან უნდა გამოიძახო. მოსახლეობა სოფლის მეურნეობითა და მესაქონლეობით ირჩენს თავს. ვისაც უფრო მეტი შეძლება ჰქონდა, სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად, რადგან ასეთ პირობებში ცხოვრება ადვილი ნამდვილად არ არის. განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.

 

 

 


„სკოლის პედაგოგები, მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილი უსტატუსოა, მე ვიტყოდი, რომ პროფესიონალები არიან. ისინი დიდი ხანი ასწავლიან და მათი შრომის შედეგი ჩანს იმით, რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ ეროვნულ გამოცდებს.

 

 


„წელს, ჩვენი სკოლის უსტატუსო მასწავლებლები გამოცდაზე გასვლას აპირებენ. ვნახოთ, რა შედეგი ექნებათ. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას ის, რომ ასეთი საზღვრისპირა სოფლების სკოლებში მისვლა თითქმის არავის სურს და გამოცხადებულ ვაკანსიებზე განაცხადი არ შემოაქვთ. ამგვარად, მნიშვნელოვანია ადგილობრივი კადრების შენარჩუნება, რადგან ჩვენი პედაგოგები აქ ოჯახებით ცხოვრობენ და მათი სკოლიდან წასვლა ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა, ჩვენი საგანმანათლებლო კერა კადრების გარეშე დარჩეს, სოფელი კი თანდათან დაიცალოს. ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია სკოლის შენარჩუნება და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება“, - უთხრა GUARDIAN.GE-ის ვარდო შაინიძემ და დაამატა:

 

„დიდი ხელშეწყობა გვაქვს ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან, უშუალოდ, რესურსცენტრის უფროსის, ქალბატონი თერეზა ჩივჩიანის მხრიდან. იგი ყველანაირად ცდილობს ჩვენი პრობლემების შემცირებას და აღმოფხვრას, თუმცა, ვფიქრობ, რომ უფრო ცენტრალური ხელისუფლების დონეზე უნდა მოხდეს ალბათ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც იმგვარ პრობლემურ საკითხებს მოაწესრიგებს, რაც საკადრო კუთხით შეიძლება წარმოიშვას ისეთ სკოლებში, რომლებიც მაღალმთიან, საზღვრისპირა სოფლებში მდებარეობს“.

 

 

დაბლა GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი აზმანა და სკოლის შენობა

 





 

 

დაბლა GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლის დირექტორის თათბირი მასწავლებლებთან

 








 

 

დაბლა GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა კლასის საგაკვეთილო პროცესი - ზოგიერთ კლასში მხოლოდ ერთი მოსწავლე სწავლობს.

 




























 

დაბლა GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლის დირექტორი ვარდო შაინიძე სკოლის ეზოში მოსწავლეებთან

 




 

 

კომენტარები: 1
#1   seo
      
I’ve never imagined a printing center will be this environmentally minded. Not only are their products of superior quality, their materials are surely ecological so there would be no worries. Check out their https://www.digitekprinting.com/foam-core-posters to see what I’m talking about.
18 მაი 2023 16:10
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი