თავდაცვის ახალი კოდექსი მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად კომფორტზეა გათვლილი - ჯუანშერ ბურჭულაძე
12-05-2023, 10:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თავდაცვის ახალი კოდექსის აქტუალურობასა და მნიშვნელობაზე საქართველოს თავდაცვის
მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა,
ახალი კოდექსით თავდაცვის უწყებაში არსებული ხარვეზები თუ გამოწვევები აღმოიფხვრება.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ახალი კოდექსით კარგი შედეგი იქნება სავალდებულო
სამხედრო სამსახურში გაწვევის მიმართულებით და აღმოიფხვრება ის გამოწვევა, „რასაც გირჩი
ქადაგებს“.

 


ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ქვეყნისთვის დიდი გამოწვევააა, როდესაც პირობითად 20 ათასი
პოტენციური გასაწვევიდან წელიწადში 13 ათასი თავისუფლდება, თავს არიდებს სამხედრო
სამსახურს რელიგიური მიზეზით. „ეს აღარ იქნება მომავალში. ჩვენ მივაღწევთ დასახულ
მიზანს. არ მინდა საზოგადოებამ წარმოიდგინოს, რომ ეს მიზანი არის ის, რომ ჩვენ
ტოტალურად დავიწყოთ გაწვევები. ჩვენ, ერთის მხრივ, მიზანი გვაქვს, შევქმნათ დიდი და
ძლიერი რეზერვი - საზოგადოების დიდ ნაწილს ეცოდინება როგორ მოიქცეს ამა თუ იმ
კონფლიქტურ სიტუაციაში. მეორეს მხრივ, რასაც თავად „გირჩი“ ასე ვთქვათ ქადაგებს - ჯარი
უნდა გახდეს პროფესიული და ნებაყოფლობითი“, - განმარტა ჯუანშერ ბურჭულაძემ
საზოგადოებისთვის.

 


მინისტრმა წვევამდელების ანაზღაურებაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ 2025
წლის პერსპექტივაში ანაზღაურება უნდა გახდეს ისეთი, რომ ადამიანისთვის ჯარში წასვლა არ
იყოს შემაფერხებელი ფაქტორი.

 


ჯუანშერ ბურჭულაძემ სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით „გირჩის“ კატეგორიული
ტერმინებითა და ფრაზებით მსჯელობასაც გასცა პასუხი: „რადიკალიზმი და კატეგორიულად
აზროვნება დამახასიათებელი თვისებაა ჩვენი ოპოზიციის და ამ საკითხის მიმართ
დამოკიდებულებაშიც გამოიხატება“. მისივე განცხადებით, ახალი კოდექსით სავალდებულო
სამსახური მოქალაქეებისთვის უფრო მარტივდება, უფრო მრავალფეროვანი და კომფორტული
ხდება. „ფაქტიურად, ჩვენ არ ვტოვებთ კრიტიკის სივრცეს. თუ თქვენ მოვლენებს
დააკვირდებით და მას შემდეგ, რაც ჩვენ კანონპროექტი შევიტანეთ საკანონმდებლო ორგანოში,
ფაქტობრივად, ობიექტური კრიტიკა ვერ გამოითქვა ვერაფერზე. ერთადერთი მექანიზმი ახლა
რაც დარჩათ, აპირებენ ხელოვნურად დროის გაწელვას. თუმცა, ჩვენ მარტივად არ დავთმობთ ამ
საკითხსაც და შინაარსობრივ პრიმატში შევალთ. იქ სადაც დავინახავთ, რომ ხელოვნურად
აფერხებენ კოდექსის მიღებას, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე არ წავალთ“, - განაცხადა თავდაცვის
მინისტრმა.

 


ჯუანშერ ბურჭულაძემ საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ განმარტა, თავდაცვის ახალი
კოდექსით თუ რამდენად ექვემდებარებიან სასულიერო პირები სავალდებულო სამხედრო

სამსახურში გაწვევას, რასაც სწორედ „გირჩის“ მიერ შექმნილი ე.წ.ეკლესია ითვალისწინებდა.
მინისტრმა სასულიერო პირებთან მიმართებაში ეს საკითხიც განიხილა და აღნიშნა:
„კონსტიტუციური რისკები აბსოლუტურად ყველაფერი გათავისებული გვაქვს. არც აქ
დაგვიტოვებია სამართლებრივი რისკების სივრცე. გავითვალისწინეთ, რომ ჩვენ შეიძლება
მივიღოთ კონსტიტუციური სარჩელი და არავინ არ არის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებული
რელიგიის შემთხვევაში“. როგორც მინისტრმა განმარტა, თავდაცვის ახალი კოდექსით
სასულიერო პირებს ალტერნატიული სამსახური ექნებათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი