ჯუანშერ ბურჭულაძე: გვქონდა რეკორდული შედეგი, როდესაც ვუმასპინძლეთ 6 საერთაშორისო სწავლებას, წელს ვიღებთ დაახლოებით 20 საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობას
12-05-2023, 10:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

“ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და სხვათა შორის, იმ
ხალხის მიერ წამოწყებული კამპანია, ვინც თავს დებს, რომ ჯარი უყვარს და ჯარზე ზრუნავს“ -
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში
საერთაშორისო სწავლება „Defender 2023” საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით
ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა.

 


მინისტრის განცხადებით, მიმდინარე პერიოდში საქართველო გერმანიასა და თურქეთში ორ
საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობს. „შარშან გვქონდა რეკორდული შედეგი, როდესაც
ვუმასპინძლეთ 6 საერთაშორისო სწავლებას. წელს ვიღებთ დაახლოებით 20 საერთაშორისო
სწავლებაში მონაწილეობას.

 


ეს კონკრეტული შემთხვევა, რომელიც უკავშირდებოდა მხოლოდ ლოჯისტიკური ხარჯების
მიმართულებით რამოდენიმე მილიონის ხარჯს. რა თქმა უნდა, პარტნიორებმა გვირჩიეს, რომ ეს
იქნებოდა ჩვენის მხრივ არაგონივრული ნაბიჯი,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მისი
თქმით, რამოდენიმე მილიონის დახარჯვა რომელიმე კონკრეტული სწავლების ლოჯისტიკურ
ხარჯებში არ არის გამართლებული, რადგან ამ სახსრებით ფინანსდება სოციალური საკითხები,
შეიარაღება და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი