„ქართული ენის შესწავლა გვიან, 53 წლის ასაკში დავიწყე... ჩემი სამშობლო საქართველოა“ – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ფარამაზ ჯალილოვი
12-05-2023, 17:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - აზერბაიჯანში უმაღლესის დამთავრებისა და იქ 5-წლიანი მუშაობის შემდეგ ჩემს მშობლიურ რაიონს და სოფელს დავუბრუნდი, რადგან დედ-მამა აქ ცხოვრობდა, ჩემი წინაპრები აქ ცხოვრობნდნენ და მიმაჩნია, რომ ჩემი სამშობლო საქართველოა, - ამის შესახებ GUARDIAN.GE-ის სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა, ფარამაზ ჯალილოვმა განუცხადა.

 


მისი თქმით, არა მარტო თავად, არამედ თავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელები თავს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევენ და ამ ქვეყნის გულშემატკივრები არიან.

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ფარამაზ ჯალილოვი


„ჩვენ საქართველოს შვილები ვართ. განუყოფელი ნაწილი ვართ საქართველოსი, აზერბაიჯანელები საუკუნეებია აქ ცხოვრობენ, ამ ქვეყნის სიხარულითა და ტკივილით ცხოვრობენ. ჩვენ ქართველების გვერდიგვერდ გვიწევს ცხოვრება და მათთნ საუკეთესო მეგობრობა და სიყვარული გვაკავშირებს. არა მარტო აქ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ასევე მარნეულში, თბილისში და სხვაგანაც ბევრი ქართველი მეგობარი მყავს და მათთან ურთიერთობით ძლიერი ვარ.

 


„ბოლო ათწლეულებია მდგომარეობა კიდევ უფრო უკეთესობისაკენ შეიცვალა. წამოვიდა ახალი თაობა, რომელიც ქართულ ენას კარგად ფლობს. მე ჩემი სკოლის მაგალითზე გეტყვით, რომ ბოლო წლებში, კურსდამთავარებულთა აბსოლუტური უმრავლესობა, ვისაც უმაღლესში უნდა სწავლის გაგრძელება, თბილისში მიდის და იქ აბარებს. ყოველ წელს სამი, ოთხი, ხუთი აბიტურიენტი მაინც განაგრძობს თბილისში სწავლას. მაგალითად, 2016 წელს 11-მა მე-12 კლასელმა დაამთავრა გეტას საჯარო სკოლა და მათგან რვამ წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები საქართველოს უნივერსიტეტებში. წელს შეიძლება ერთი ოქროს მედალოსანიც გვყავდეს.

 


„ამჟამად, მოსწავლეთა საერთო რაოდენობა 175-ია, 2005 წელს, როდესაც სკოლა საშუალოდ, შემდეგ კი საჯაროდ გარდაიქმნა, მხოლოდ 90 ბავშვი სწავლობდა, 2022-2023 სასწავლო წელს მოსწავლეთა რაოდენობის მაქსიმუმი გვყავს, რაც კი ოდესმე გვყოლია, ახალი სასწავლო წლისთვის უფრო მეტის მოლოდინი გვაქვს, რადგან სკოლას ათი მე-12 კლასელი ამთავრებს, ხოლო პირველ კლასში, სულ მცირე, 15 ბავშვს მაინც ველოდებით“, - განუცხადა GUARDIAN.GE-ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას საჯარო სკოლის დირექტორმა, ფარამაზ ჯალილოვმა, ქართულ ენაზე.

 


როგორც მან აღნიშნა, ქართული ენის შესწავლა გვიან, 53 წლის ასაკში, 2011 წელს დაიწყო, რადგან სახელმწიფო ენის ცოდნის გარეშე საკმაოდ რთული იყო სკოლის საქმიანობის სათანადოდ წარმართვა და ზოგადად, ქვეყანაში ცხოვრება.

 

 

„ქართული ენის სწავლა 2011 წლიდან დავიწყე. მიმაჩნია, რომ საქართველოში თუ მუშაობ, სახელმწიფო ენა უნდა იცოდე. ქუთაისში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში 3-თვიანი კურსები გავიარე, 2 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ ვიყავი ამავე სკოლაში და ცალკე კურსი გავიარე - ასევე, ჩვენს სკოლაში ქართულის შემსწავლელი კურსი მაქვს გავლილი, ბოლნისის რესურსცენტრშიც ვესწრებოდი ენის შემსწავლელ კურსებს. სიმართლე რომ გითხრათ, წერა-კითხვა უფრო გამიადვილდა, საუბარი კი უფრო რთული აღმოჩნდა (იცინის), დამოუკიდებლადაც ბევრი ვიმუშავე. ყველაფერი კარგად მესმის, მაგრამ საუბარი მაინც უფრო რთულია, ვიდრე წერა-კითხვა“, - უთხრა GUARDIAN.GE-ის ფარამაზ ჯალილოვმა.

 


დირექტორის ინფორმაციით, ახლა სკოლაში 23 პედაგოგი მუშაობს, საიდანაც 10 უფროსი, 2 წამყვანი, დანარჩენი კი უსტატუსო მასწავლებელია, თუმცა, როგორც ჯალილოვი ამბობს, წელს მათმა უმრავლესობამ შესაძლოა, აიმაღლოს სტატუსი, რადგან ისინი ქართული ენის ბ1 სერტიფიკატს ფლობენ და 48-საათიანი ტრენინგისა და ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებათ.

 

 

 

ფარამაზ ჯალილოვი აცხადებს, რომ ამჟამად გეტას საჯარო სკოლისთვის უპირველესი პრობლემა სპორტული დარბაზის უქონლობაა.

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ფარამაზ ჯალილოვი ხელმარჯვნივ და დირექტორის მოადგილე ზიადხან ნამაზოვი ხელმარცხნივ - სკოლის ეზოში


„სპორტდარბაზი არ გვაქვს, ესაა ჩვენი მთავარი პრობლემა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის წერილი არაერთხელ გვაქვს მიწერილი, თუმცა ჯერჯერობით დადებითი პასუხი არ მიგვიღია. მაგრამ, როგორც პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაცხადა, 2026 წლის ბოლომდე საქართველოში 800 სკოლის რეაბილიტაცი იგეგმება და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სკოლის სპორტდარბაზის მშენებლობაც იქნება გათვალისწინებული.

 

 

„ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ ძალიან მადლიერი ვართ საქართველოს ხელისუფლების, რადგან აქ მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს მშობლიურ ენაზე შეუძლიათ განათლების მიღება. სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ხელშეწყობა და მხარდაჭერა ძალიან დასაფასებელია. ჩვენ ამას ვაფასებთ კიდეც და ვდგავართ საქართველოს სამსახურში“, - განუცხადა GUARDIAN.GE-ის ფარამაზ ჯალილოვმა.

 


მოკლე ბიოგრაფიული ცნობები ფარამაზ ჯალილოვის შესახებ

 


დაიბადა 1958 წლის 1-ელ ივლისს, ბოლნისის რაიონში. სოფელ გეტას 8-წლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ, მეზობელ სოფელ დარბაზში განაგრძო სწავლა, 1975 წელს, დარბაზის საშუალო სკოლა დაამთავრა და სწავლა აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკაში, ბაქოს ვლადიმერ ლენინის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში განაგრძო, რომელიც 1980 წელს დაასრულა. 1980 წლიდან 1985 წლამდე აზერბაიჯანის საიათნოვას რაიონის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში ასწავლიდა მათემატიკას, 1985 წელს მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და იქ შეუდგა პედაგოგიურ საქმიანობას, 1992 წლიდან 1993 წლამდე გეტას საშუალო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე იყო, 1993 წელს კი დირექტორად დაინიშნა და დღემდე - 30 წლის განმავლობაში - ამ თანამდებობაზე მუშაობს.

 

 

დაბლა GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა

 







 

დაბლა GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლა და ეზო

 


 

დაბლა GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას ქართულის როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ლეილა მიქელაძე გაკვეთილის ჩატარების პროცესში

 






 

დაბლა GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, მათემატიკის მასწავლებელი ზიადხან ნამაზოვი გაკვეთილის ჩატარების პროცესში

 






 

დაბლა GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას ქართულის როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ნონა მიქელაძე გაკვეთილის ჩატარების პროცესში

 










 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი