პოლკოვნიკმა კალანდაძემ დაპირება შეასრულა - თავდაცვის ძალებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის ეზოში საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართა
14-05-2023, 13:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

GUARDIAN.GE - საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის ეზოში საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს, სკოლის ეზოს მთავარ შესასვლელში კი რკინის კარი დაამონტაჟეს.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაური, პოლკოვნიკი ზაქარია კალანდაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრმა საზღვრისპირა სოფელ გოგაშენის სკოლას მომსახურება უფასოდ გაუწია და რკინის კარების, დროშის აღსამართი რკინის მასიური ბოძისა და მონტაჟის ხარჯები საკუთარი ბიუჯეტიდან დააფინანსა.

 

„აქ მცხოვრები ოჯახები ნამდვილი გმირები არიან. ისინი აქ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს ამაგრებენ. ჩვენი ვალია, თუგინდ მცირედით მაინც დავეხმაროთ ასეთ სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს, აქ არსებულ სკოლებს და მომავალ თაობას“, - უთხრა GUARDIAN.GE-ის ახალქალაქში მდებარე უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ.

 

 


 

 


სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორის, ეთერ ნადირაძის განცხადებით, პოლკოვნიკი კალანდაძე მათ სკოლაში 2022 წლის შემოდგომაზე იმყოფებოდა და მაშინ დაპირდა, რომ სკოლას ახალ შესასვლელ კარებს და დროშის აღსამართ ბოძს დაუმონტაჟებდა.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ნადირაძე  


„ჩვენი სკოლა თავდაცვის ძალებთან საპილოტე პროგრამაშია ჩართული. გასული წლის შემოდგომაზე სკოლას პოლკოვნიკი ზაქარია კალანდაძე სტუმრობდა. მას არ მოეწონა ჩვენი სკოლის ეზოს შემოსასვლელი კარი და ის რკინის ბოძი, რომელზეც დროშა გვქონდა აღმართული და ჯერ კიდევ გვაქვს - თუმცა მალე ალბათ ჩამოვხსნით, რადგან ორი დროშა ხომ არ იქნება აღმართული - გვითხრა, რომ არ შეესაბამებოდა სტანდარტებს და შეგვიპრდა ამ საკითხების მოგვარებას. მან თავისი დაპირება ხედავთ, რომ შეასრულა.

 

 

ასევე, მინდა გითხრათ, რომ პოლკოვნიკ კალანდაძის რჩევითა და რეკომენდაციით, განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოსთვის მიწერილი გვაქვს წერილი სამხედრო კაბინეტის ინვენტარის განახლების მოთხოვნით. ეს მოთხოვნა უკვე დაკმაყოფილებულია და მალე სკოლის სამხედრო კაბინეტი ახალი ინვენტარით იქნება აღჭურვილი.

 

 

 


გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სკოლის ბიუჯეტი არ იძლევა საშუალებას ყველა პრობლემური საკითხის გადავჭრათ, თავდაცვის ძალების მიერ გაწეული აღნიშნული დახმარება ჩვენთვის ნამდვილად ფასდაუდებელია“, - განუცხადა GUARDIAN.GE-ის ეთერ ნადირაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი