თბილისის მერიის აპლიკაცია Fix Tbilisi ამოქმედდა
16-05-2023, 16:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებს მერიის ახალი აპლიკაციის - Fix Tbilisi - ფუნქციები და შესაძლებლობები გააცნო.

 

Fix Tbilisi, როგორც მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის სპეციფიური კომუნიკაციის საშუალება, დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტის ინფორმირების მიზნით შეიქმნა.

 

აპლიკაცია აერთიანებს საკითხთა ოთხ კატეგორიას: საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხე-მცენარეების დაზიანება, გარეგანათების დაზიანება და საპარკე ინფრასტრუქტურის დაზიანება.

 

მოქალაქე შეძლებს დააფიქსიროს დაზიანება, გადაუღოს ფოტო, მიუთითოს მისამართი და დაურთოს აღწერა. აღნიშნული ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება შესაბამის საქალაქო სამსახურს, რომლის მხრიდანაც დაიწყება განცხადებაზე რეაგირება, ხოლო ინფორმაციის მომწოდებელი მოქალაქე ამავე აპლიკაციის საშუალებით მიიღებს განახლებულ ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა პრობლემის მოგვარება.

 

„ბევრი მოქალაქე დარეგისტრირებულია მერიის სხვადასხვა პროგრამაში და იმავე მონაცემებით შეუძლიათ აღნიშნული აპლიკაციის მოხმარება, ასევე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ. თუ შევნიშნეთ რაიმე დაზიანება, შევდივართ აღნიშნულ აპლიკაციაში, ვირჩევთ ოთხიდან ერთ კატეგორიას, ვიღებთ ფოტოს, ვუთითებთ მისამართს, ასევე ვწერთ აღწერილობაში, თუ რა არის დაზიანებული და ეს ინფორმაცია იგზავნება შესაბამის სამსახურში, რასაც ძალიან მალე მოჰყვება რეაგირება. მოქალაქეს, ვინც გაგზავნა ინფორმაცია, უბრუნდება პასუხი, თუ რა ეტაპზეა მის მიერ გადაგზავნილი პრობლემის მოგვარება და რამდენ ხანში გაკეთდება. როდესაც დასრულდება, ასევე მიიღებს შეტყობინებას.


აპლიკაციაში არის ორი დაფა - ჩემი დაფიქსირებული საკითხები და ჩემი მოგვარებული საკითხები. ეს აპლიკაცია კიდევ უფრო გვიმარტივებს სიტუაციას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული შესტკივა ქალაქზე, ჩართულია ყოველდღიურად სხვადასხვა პრობლემის აღმოფხვრაში და გვიგზავნის ინფორმაციას „ფეისბუქის“ და ცხელი ხაზის საშუალებიდან, თუმცა, დღეიდან შესაძლებელია კიდევ უფრო გავამარტივოთ ეს კომუნიკაცია, ვითანამშრომლოთ Fix Tbilisi-ს საშუალებით და მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც აწუხებს მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერმა ასევე ვანდალიზმის პრობლემაზეც ისაუბრა.
„ამაზე ჩვენ არაერთხელ გავავრცელეთ ინფორმაცია. საზოგადოებას მივაწოდეთ კონკრეტული ფაქტები და ვიდეოები, თუ როგორ აზიანებენ მიზანმიმართულად კონკრეტულ ინფრასტრუქტურას. ვანდალიზმს ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ და ავუხსნათ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას, რომ ის, რაც კეთდება დედაქალაქში - პარკები, განახლებული გამზირები, მოწესრიგებული ქუჩები, პირველ რიგში კეთდება ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის და მნიშვნელოვანია თბილისისთვის. ამიტომ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ მოვუფრთხილდეთ ამ ყველაფერს და ასე გადავცეთ მომავალ თაობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

Fix Tbilisi-ს აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია google play store-დან ან app store-დან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი