მეტროსადგურებში - „ახმეტელის თეატრი“, „ვარკეთილი“ და „დიდუბე“ ახალი, ვიწრო ტურნიკეტები დაიდგმება
17-05-2023, 13:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამ მეტროსადგურში - „ახმეტელის თეატრში“, „ვარკეთილსა“ და „დიდუბეში“ ახალი, განსხვავებული გაბარიტების ტურნიკეტები დაიდგმება.

 

როგორც კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი ხელშეკრულება კომპანია „ქართულ მიკროელექტრონიკასთან“ უკვე გაფორმებულია.

 

„ეს ტურნიკეტები უფრო ვიწროა, რაც მათი მეტი რაოდენობის დადგმის შესაძლებლობას მოგვცემს. აღნიშნული პროექტი განხორციელდება სამ მეტროსადგურში - „ახმეტელის თეატრი“, „ვარკეთილი“ და „დიდუბე“. შესაბამის ტურნიკეტებს მოგვაწვდის კომპანია „ქართული მიკროელექტრონიკა“. მასთან უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ამასთან, მისივე თქმით, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ ტურნიკეტების რაოდენობა უკვე გაიზრდა, რამაც მგზავრთა გამტარუნარიანობა გააუმჯობესა და მოკლევადიან პერსპექტივაში პრობლემა მოაგვარა.

 

როგორც მერმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ მეტროსადგურს ერთ საათში 6 300 მგზავრის მიღების ნაცვლად, 9000-მდე მგზავრის გატარება შეუძლია.

 

„ეს საკითხი ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა. მხედველობაში მაქვს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ ასასვლელ-ჩამოსასვლელი, რომელიც, განსაკუთრებით დილის პიკის საათებში, ვერ ახერხებდა საჭირო რაოდენობის მგზავრების გატარებას, რის გამოც გარე პერიმეტრზე რიგები ჩნდებოდა, რაც საზოგადოების დისკომფორტს და გაღიზიანებას იწვევდა.

 

ჩვენ გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გადავდგამდით კონკრეტულ ნაბიჯებს. პირველი იყო მოკლევადიანი - ტურნიკეტების დამატება, რაც უკვე გაკეთებულია - 7 გასასვლელის ნაცვლად მოეწყო 10 გასასვლელი, რამაც გაზარდა გამტარუნარიანობა. ერთ საათში, 6 300 მგზავრის მიღების ნაცვლად, 9000-მდე მგზავრის გატარებაა შესაძლებელი. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ პრობლემა მთლიანად მოგვარებულია. ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა აზიის განვითარების ბანკთან, რათა ახალი, დამხმარე ასასვლელ-ჩამოსასვლელის პროექტი განვახორციელოთ. ამას გარკვეული დრო ჭირდება, თუმცა პირველი ნაბიჯი, მოკლევადიანი პრობლემის მოგვარებისთვის გადადგმულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი