ლიბერთის მხარდაჭერით ნიუ იორკში Globalize კონფერენცია გაიმართება
17-05-2023, 16:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სს ლიბერთი ბანკისა და Globalize პლატფორმის პარტნიორობის ფარგლებში, 2023 წლის 26 მაისს, ნიუ-იორკში (ა.შ.შ.) ლეგენდარულ Webster Hall-ში, Globalize კონფერენცია გაიმართება.

 

 

კონფერენციის მიზანია ერთის მხრივ გააერთიანოს ქართული დიასპორა, ინვესტორები, ტექნოლოგიებით და ინოვაციებით დაინტერესებული მხარეები, დისტრიბუტორები და საქართველოში ბიზნეს ინტერესების მქონე სხვა პარტნიორები, მეორეს მხრივ კი მათ წინაშე წარადგინოს როგორც ქართული ბიზნესი და ტექნოლოგიები, ასევე საინვესტიციო და საექსპორტო შესაძლებლობები ქართული პროდუქციისთვის ამერიკის ბაზარზე.

 

 

კონფერენციაზე წამყვან, ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი იდეები წარადგინონ პოტენციური ინვესტორების წინაშე. Globalize აქტიურად მუშაობს ექსპორტის მიმართულებით და ეხმარება ქართველ ექსპორტიორებს ამერიკის ბაზარზე გაფართოებაში, ამიტომ კონფერენციის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება 30-მდე ქართული ბიზნესის საექსპორტო პროდუქცია.

 

 

"მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ერთის მხრივ მხარი დავუჭიროთ ქართულ ბიზნესებს გაზარდონ თავიანთი შესაძლებლობების არეალი და წარმოაჩინონ საკუთარი პროდუქცია ამერიკის ბაზარზე, მეორეს მხრივ კი, ახლოს მივიდეთ ლიბერთის არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან - ქართველ ემიგრანტებთან, გავაცნოთ მათთვის სასარგებლო და საინტერესო სერვისები და პროდუქტები. ორმაგად სასიხარულო და სიმბოლურია, რომ ემიგრანტებთან შეხვედრა სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შედგება" - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

 

 

"მოხარულნი ვართ, რომ სულ მალე, Globalize New York Conference უნიკალურ პლატფორმას შესთავაზებს ქართულ ბიზნესს და სტარტაპებს, წარმოაჩინონ თავიანთი ინოვაციური იდეები ამერიკის აუდიტორიისთვის. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ქართველ მეწარმეებს აშშ-ს ბაზარზე შესვლაში და ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენ ვამაყობთ, რომ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულ დიასპორასთან ერთად, და წარვუდგენთ მათ ქართულ ბიზნესს, ტექნოლოგიებსა და კულტურას, რისთვისაც დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს" - სალომე კუკავა, Globalize-ს დამფუძნებელი.

 

 

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს,  კონფერენცია დასრულდება ქართველი არტისტის ‘სტეფანეს’ კონცერტით,  რომელიც ორგანიზებულია პარტნიორი ორგანიზაციის - Emolas Corporation-ის მიერ. კონცერტი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს 1,500-ზე მეტ ემიგრანტს, ერთ სივრცეში იზეიმონ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. კონცერტის ბილეთების შეძენა: ბმული

 

Globalize New York Conference შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვისბმულ

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი