„ჩემი შემოქმედების მთავარი გმირი ადამიანია" - თიკო ბახტაძე
18-05-2023, 16:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

19 მაისიდან გალერეა „გამრეკელი მოდერნი" ორი კვირის განმოვლობაში უმასპინძლებს თიკო ბახტაძის სოლო გამოფენას სახელწოდებით „მაგრამ, მე მხოლოდ ადამიანი ვარ".

 

ექსპოზიციაზე გაერთიანებულია 30-დე ფერწერული ტილო, რომელიც მხატვარმა სპეციალურად ამ გამოფენისთვის შექმნა. მას სრული სერია გააზრებული აქვს, როგორც ერთი მთლიანობა და წარმოადგენს პარალელურ, ილუზიურ სამყაროს, რომლის მთავარი იდეური არსი ადამიანია.

 

სერიის მკვეთრი ფერადოვანი გადაწყვეტა დაძაბულ კომპოზიციაში, რაც მნახველში ერთი შეხედვით დადებით ასოციაციებს იწვევს, ავტორის ცხოვრებისეული წყობის მრავალი მესიჯის მატარებელია, რომელიც მხატვრის შემოქმედების ყველა ეტაპზე თანაბარმნიშვნელოვანია და ასევე მთავარი ინსპირაციის წყაროს წარმოადგენს.

 

ხელოვნებათმცოდნე ანა რატიაშვილის განმარტებით „თიკო ბახტაძის სოლო გამოფენა გალერეა გამრეკელში უკვე მეორედ იმართება. თიკო ბახტაძის მხატვრული სტილი საკმაოდ გამორჩეულია, ნამუშევრები შედგება ფიგურატიული ფორმების და ფერისაგან. თუმცა მხატვრის მთავარი გამომსახველობითი საშუალება არის ფერი, რომელიც ძალიან შთამბეჭდავია და დაძაბული კომპოზიციის მიუხედავად, ფართო მასშტაბის ტილოებზე შემოაქვს ერთგვარი ჰარმონია და ბალანსი, რაც მნახველში დადებით ასოციაციებს იწვევს. ამ ყველაფერს კი ავტორის საოცრად დახვეწილი მხატვრული გემოვნება განსაზღვრავს. თიკო ბახტაძეს მხატვრობას, შემოქმედების ყველა ეტაპზე თან ზდევს ჰუმანურობის იდეა და დაუღალავი მცდელობა, გვიჩვენოს ცხოვრებისათვის თანმდევი მანკიერების მიღმა, არსებული უკეთესი სამყარო"

 

თინათინ (თიკო) ბახტაძემ 2003 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. დამთავრებისთანავე მუშაობა გააგრძელა ფერწერაში. მისი სტილი განსხვავებულია, მუშაობს სხვადასხვა ტექნიკაში. მისი გაბედული ნახატები აერთიანებს ექსპრესიასა და აბსტრაქციას თავისი უნიკალური სტილით. მისი ინსპირაციის წყარო არის მთელი სამყარო და მათში მცხოვრები ადამიანები რომლებიც მისი ნამუშევრების მთავარი გმირები არიან.

 

თიკოს არაერთ გამოფენაში მიუღია მონაწილეობა როგორც საქართველოში ასევე საზღვრებს გარეთ.

 

აღსანიშნავია, რომ მისმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა 2017 წელს ნიუ იორკის არტ-ექსპოს გამოფენაზე.

 

თიკო ბახტაძე გამორჩეული ხელწერისთვის 2018 წელს დაჯილდოვდა international award caravaggio great master of art -ის ჯილდოთი.

 

თიკოს ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში როგორც საქართველოში ასევე საზღვრებს გარეთ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი