საერთო საჯარისო ცენტრში კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა
21-05-2023, 11:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში
კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. კურსდამთავრებულებს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების
მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ სიტყვით მიმართეს, სწავლის
დასრულება მიულოცეს და წარმატებული კარიერა უსურვეს. ღონისძიების დასასრულს
მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან
ერთად კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა.

 


კაპიტნის საკარიერო კურსებზე მსმენელებმა ქვედანაყოფის მართვის პროცედურები და
სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესი შეისწავლეს, ასევე მონაწილეობა მიიღეს
ოფიცერთა და სერჟანტთა საკარიერო კურსების ერთობლივ სწავლებაში. მსმენელებმა ასეულის
მეთაურის რანგში პარალელური დაგეგმვის პროცესი განახორციელეს, ასევე ჩაატარეს
სამეთაურო-საშტაბო სწავლება სიმულაციური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.
კურსდამთავრებულებმა მანევრის, დაზვერვის, არტილერიის, ავიაციის, სამხედრო-საინჟინრო,
საჰაერო თავდაცვის, ლოჯისტიკის, პერსონალის, სამხედრო-სამედიცინო და კავშირგაბმულობის
საკარიერო კურსები გაიარეს, რომელიც კურსი 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
კაპიტნის საკარიერო კურსების მიზანს შესაბამისი გვარეობის ასეულის მეთაურების,
ბატალიონისა და ბრიგადის შტაბის ოფიცრების მომზადება წარმოადგენს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი