ვაკის პარკში საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის დახვრეტილი წევრების მემორიალური კუთხე გაიხსნა
22-05-2023, 13:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრების - კოტე აფხაზის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, ვარდენ წულუკიძის, როსტომ მუსხელიშვილის, გიორგი ხიმშიაშვილისა და სხვათა დახვრეტიდან 100 წელი გავიდა.

 

 

ამ ისტორიული თარიღისა და დახვრეტილი მამულიშვილებისადმი პატივის მიგების მიზნით, ვაკის პარკში, სადაც ისინი დახვრიტეს, საქართველოსნ მთავრობისა და საპატრიარქოს ჩართულობით, თბილისის მერიამ მემორიალური კუთხე მოაწყო. კუთხეში განთავსებულია საინფორმაციო დაფა, ქვაჯვარი და სასანთლე.

 

 

დედაქალაქის მერმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, პატივი მიაგო დაღუპულ მამულიშვილთა ხსოვნას და ყვავილებით შეამკო მემორიალური კუთხე.

 


კახა კალაძის თქმით, აღნიშნული სივრცე გაკეთდა იმისთვის, მომავალმა თაობებმა იცოდნენ იმ გმირების შესახებ, რომლებმაც თავი გაწირეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

 

 

„100 წელი გავიდა ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრების დახვრეტიდან. ეს ადამიანები ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ.

 


ჩვენ, ცხადია, დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მაგრამ დღესაც გრძელდება ბრძოლა თავისუფლებისთვის.

 


დღეიდან, ვაკის პარკში არსებობს სივრცე, სადაც შესაძლებელია ამ გმირებს მივაგოთ პატივი. ჩვენს შვილებს უნდა ვასწავლოთ და მივაწოდოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, თუ როგორი ადამიანები ცხოვრობდნენ საქართველოში, რომლებიც მზად იყვნენ თავი გაეწირათ ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა იცხოვრონ თავისუფალ, ძლიერ საქართველოში“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 


ადგილზე მერთან ერთად იმყოფებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები.

 


ასევე, ღონისძიებას ესწრებოდნენ დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის დახვრეტილ წევრთა შთამომავლები.

 


მემორიალური კუთხე და ქვაჯვარი სასულიერო პირმა აკურთხა და დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი