ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდის საჯარო სკოლის დირექტორი გარნიკ ტაშჩიან: მიგრაციის მაღალი დონიდან გამომდინარე, სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა
23-05-2023, 11:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

GUARDIAN.GE - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორის, გარნიკ ტაშჩიანის ინფორმაციით, ბოლო 20 წელიწადში, მიგრაციის მაღალი პროცენტული მაჩვენებლიდან გამომდინარე, სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და თუკი 21-ე საუკუნის დასაწყისში, ოლავერდის საჯარო სკოლაში 230 მოსწავლე ირიცხებოდა, ბოლო წლებში, მათი რაოდენობა 100-ზე ნაკლებია. 

 

„ადრე, თუკი 20 წლის წინანდელ პერიოდს ავიღებთ, სკოლაში 230 მოსწავლე იყო, შემდეგ წლებში 170-ამდე ჩამოვიდა და თანდათან, მიგრაციული პროცესებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტად შემცირდა. ბოლო სასწავლო წლებში უკვე 110-ზე და ნაკლებზეც ჩამოვიდა მოსწავლეთა რაოდენობა. ოჯახები სომხეთში, რუსეთში წავიდნენ საცხოვრებლად. ბოლო მონაცემებით, სკოლაში 93 მოსწავლე ირიცხებოდა, თუმცა ახლახან ერთი ოჯახი სანქთ-პეტერბურგში წავიდა საცხოვრებლად და 91 მოსწავლე დარჩა. წელს, მე-12 კლასი სამმა დაამთავრა, 8 პირველკლასელი დარეგისტრირდა და 2023-24 სასწავლო წელს მატება იქნება, 96 მოსწავლე გვეყოლება“, - განუცხადა GUARDIAN.GE-ის გარნიკ ტაშჩიანმა.

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდის საჯარო სკოლის დირექტორი გარნიკ ტაშჩიან



დირექტორის ინფორმაციით, მე-19 საუკუნის მიწურულს აშენებული სკოლა სასწავლო პროცესისთვის სრულიად გამოუსადეგარი იყო და მისი დანგრევა მოუწიათ, სკოლის ახალი შენობა კი 2004 წელს, სპონსორის, აშოტ ტაშჩიანის სოლიდური ფინანსური შემოწირულობით აშენდა.

 


„ჩვენი წინა სკოლა 1896 წელს აშენდა, ძალიან ძველი შენობა იყო და იქ ნორმალური სწავლების საშუალება არ იყო, სახურავი დაზიანებული იყო, ოთახები ბნელი, დანესტიანებული, ავარიული და მოკლედ, სასწავლო პროცესისთვის ყოვლად გამოუსადეგარი. ახალი სკოლა აგვიშენა აშოტ ტაშჩიანმა, ჩემმა ბიძაშვილმა, რომელმაც ეს სკოლა დაამთავრა და მოსკოვში მოღვაწეობდა, ბიზნესით იყო დაკავებული. როდესაც ჩამოვიდა სოფელში და ნახა სკოლის სავალალო მდგომარეობა, დაგვპირდა, რომ ძველ შენობას გაგვირემონტებდა, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ავარიული შენობა არ ექვემდებარებოდა კაპიტალურ რემონტს. აშოტმა მაშინ გვითხრა, რომ სრულიად ახალ სკოლას აგვიშენებდა და აი, ეს ორსართულიანი შენობა, რომელსაც ახლა უყურებთ, სწორედ მან აგვიშენა - 2002 წელს 247 000 აშშ დოლარი გადმოგვირიცხა, შევუდექით მშენებლობას და ორ წელიწადში, 2004 წლისთვის, უკვე ახალი სკოლა გვქონდა. ამ ორი წლის განმავლობაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად, ისევ ძველ შენობაში მიმდინარეობდა“, - უთხრა GUARDIAN.GE-ის გარნიკ ტაშჩიანმა.

 

 

 

GUARDIAN.GE-ის შეკითხვაზე - იმ შემთხვევაში, თუკი მომავალი სასწავლო წლიდან პრაქტიკოს მასწავლებლებს სკოლის დატოვება მოუწევთ, მათ ადგილებზე ვაკანსიების გამოცხადებისას, იქნება თუ არა შესაძლებელი სტატუსის მქონე პედაგოგების აყვანა ისეთ მაღალმთიან რეგიონში მდებარე სოფელში, როგორიც ოლავერდია და ხომ არ შეიქმნება საკადრო დეფიციტი? - დირექტორმა უპასუხა, რომ თუკი სკოლის პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა წელს გამოცდა ვერ ჩააბარეს, სავარაუდოდ, დროებით მაინც მათი აყვანა მოუწევთ, სანამ სხვა კადრები არ გამოჩნდებიან.

 


„სკოლაში ამჟამად 19 მასწავლებელია, მათგან 6 უფროსია, ორი ელოდება სტატუსს და სავარაუდოდ, 8 უფროსი მასწავლებელი გვეყოლება. ამ ეტაპზე, 11 პრაქტიკოსი და ორი მოწვეული მასწავლებელი გვყავს. 15 ივლისის შემდეგ პრაქტიკოსებმა წესით აღარ უნდა იმუშაონ სკოლებში. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სკოლის პრაქტიკოსი მასწავლებლები აპირებენ გამოცდაზე გასვლას. თუკი მათ ვერ შეძლეს სტატუსის ამაღლება, კანონის მიხედვით, მოგვიწევს ვაკანსიების გამოცხადება. ერთი რამ მინდა გითხრათ. ჩვენთან ძალიან მკაცრი ზამთარი იცის, დიდთოვლობის გამო, ზოგჯერ გზებიც იკეტება და არ ვფიქრობ, რომ აქ ვინმე მოვიდეს გამოცხადებულ ვაკანსიებზე, რადგან ვიმეორებ, ძალიან რთული საყოფაცხოვრებო პირობებია. თუკი ჩვენმა პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა გამოცდა ვერ ჩააბარეს, ალბათ დროებით მაინც მათი აყვანა მოგვიწევს მანამ, სანამ რეალურად შემცვლელები არ გამოჩნდებიან“, - აღნიშნა გარნიკ ტაშჩიანმა.

 

დაბლა GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდის სკოლის შენობა, ეზო და სოფელი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დირექტორის ინფორმაციით, სკოლის მოწვეული პედაგოგებიდან ერთ-ერთი ინგლისურს, მეორე კი მათემატიკას ასწავლის, რაც შეეხება სახელმწიფო ენას - ქართულის როგორც მეორე ენის ოთხი მასწავლებელი ჰყავთ და ოთხივე ადგილობრივი მკვიდრია, მათგან ორი უფროსია, ორი კი პრაქტიკოსი.

 

 

„ქართული ენის სწავლების მხრივ თუკი ათი წლის წინანდელ და ახლანდელ მდგომარეობას შევადარებთ, გაუმჯობესება აშკარად არის. ვერ ვიტყვი, რომ შესანიშნავადაა ამ მხრივ საქმე, მაგრამ საშუალო დონეზე ნამდვილად არის. ახლა რომ უკეთესი სურათია, ვიდრე ადრე, ამის დასტურია ისიც, რომ მაგალითად, გასულ წელს ჩვენი სკოლის ოთხმა კურსდამთავრებულმა ჩააბარა თბილისში, ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში და სხვაგან, ზუსტად არ მახსოვს. მე შემიძლია გითხრათ, რომ არა მხოლოდ ჩვენი სოფლიდან, არამედ მთელი მუნიციპალიტეტიდან აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში აბარებს, სომხეთში ძალიან იშვიათად მიდიან. წელს სამი მე-12 კლასელი გვყავდა სულ და ერთ-ერთი ახალციხეში სამხედრო აკადემიაში განაგრძობს სწავლას, დანარჩენ ორს არსად არ გამოუხატავს ჩაბარების სურვილი“, - განაცხადა ტაშჩიანმა.

 


დირექტორის თქმით, უახლოეს პერიოდში სკოლის დირექცია მისთვის უფროსი მასწავლებლის კვალიფიკაციის მინიჭების თხოვნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილით მიმართავს.

 


„ჩემი კანდიდატურა იქნება განათლების სამინისტროსთვის წარდგენილი, რადგან სათანადო მიღწევები მაქვს. სათხილამურო სპორტის სახეობაში ოსტატი, სომხეთის ჩემპიონი ვარ. საქართველოში, ბაკურიანში ჩემმა მოსწავლეებმა ძალიან კარგი ადგილები დაიკავეს სათხილამურო სპორტში გამართულ შეჯიბრებებში. მათ დიპლომები და მადლობის სიგელები გადაეცათ. ივნისის პირველ ნახევარში გავაგზავნით წერილს სამინისტროში და დაველოდებით მათგან გადაწყვეტილებას. ვნახოთ რა გამოვა“, - უთხრა GUARDIAN.GE-ის გარნიკ ტაშჩიანმა.

 

 

ბიოგრაფიული ცნობები გარნიკ ტაშჩიანის შესახებ

 

 

დაიბადა 1959 წლის 8 თებერვალს. ახალქალაქის რაიონის სოფელ ოლავერდის საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ საბჭოთა არმიის რიგებში გაიწვიეს, იქიდან დაბრუნებულმა ერევნის ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში ჩააბარა და მოთხილამურის სპეციალობას დაეუფლა. მონაწილეობდა სპორტულ ღონისძიებებში, არის სომხეთის ჩემპიონი, სპორტის ოსტატი. 1984 წელს, ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, მშობლიურ სოფელ ოლავერდში დაბრუნდა და სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1994 წელს, ოჯახური მდგომარეობის გამო, საგანმანათლებლო დაწესებულების დატოვება მოუწია, 2007 წელს კი ისევ დაუბრუნდა სკოლას ფიზკულტურის მასწავლებლად, მოგვიანებით სასწავლო ნაწილის გამგედ დაინიშნა, 2015 წლიდან დღემდე კი, ოლავერდის საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობას იკავებს.

 

დაბლა GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდის საჯარო სკოლის დირექტორი და მასწავლებლები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დაბლა GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდის საჯარო სკოლაში გაკვეთილების ჩატარების პროცესი სხვადასხვა კლასსა და საგანში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი