საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ესპანეთში იმყოფებოდა
23-05-2023, 12:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში
იმყოფებოდა. მინისტრის მოადგილის გიორგი ხაინდრავას ხელმძღვანელობით, დელეგაციის
წევრებს ესპანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მარია ამპარო გარციამ უმასპინძლა.
სამუშაო შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის
მიმდინარე საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის იმ
პროექტებს, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაზრდას
შეუწყობს ხელს.

 


ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მადრიდში
გამართულ უმსხვილეს სამხედრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენას ,,FEINDEF – 23’’
დაესწრო, სადაც როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების აღჭურვილობა იყო
წარმოდგენილი.

 


დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური
უზრუნველყოფის სარდალი, ბრიგადის გენერალი კახა ტაბატაძე, თავდაცვის ძალების
აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე, შესყიდვების დეპარტამენტის
უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და შპს „დელტა ინტერნეიშენალის“ დირექტორი ზურაბ
ჯაველიძე.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი