განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, მასწავლებლებისთვის გამოცდის ჩაბარების გარეშე სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა დროებით შეჩერდა
23-05-2023, 15:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, მასწავლებლებთან შეხვედრებზე გამოიკვეთა საკითხი, რომელიც მასწავლებელთათვის სქემით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების გზებს შეეხება.

 


ამილახვარის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე დროებით შეჩერდეს სპეციალური კომისიის საქმიანობა, რომელიც მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე, კომისიური წესით სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას აძლევს.

 

 

გიორგი ამილახვარის განმარტებით, გააგრძელებს მასწავლებლებთან შეხვედრებს, რათა მიიღონ სწორი, სამართლიანი და მასწავლებელთა ინტერესზე მორგებული სამომავლო გადაწყვეტილებები.

 

 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე დავიწყე პერმანენტული შეხვედრები მასწავლებლების ჯგუფებთან, რომელთაც მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე აქვთ მოსაზრებები და რეკომენდაციები სკოლებში სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით. მასწავლებლების მოსმენისა და მათი მოსაზრებების გაანალიზების შემდეგ, დაუყოვნებლივ მივიღეთ გადაწყვეტილება, გახანგრძლივებულიყო მასწავლებელთა პორტფოლიოში დოკუმენტაციის ატვირთვის ვადები და პორტფოლიოს ატვირთვის პროცესში შემსუბუქებულიყო მტკიცებულებების ნუსხა. მასწავლებელთა პორტფოლიოების შეფასების ჯგუფი გამხდარიყო მეტად ინკლუზიური პროცესის გამჭვირვალობის, შეფასების ობიექტურობის მაღალი ხარისხისა და საზოგადოების მაღალი სანდოობის უზრუნველსაყოფად. მასწავლებლებთან შეხვედრებზე გამოიკვეთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მასწავლებელთათვის სქემით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების გზებს შეეხება.

 

 

საქმიანობის დაწყების მომენტში, ერთი მხრივ, დამხვდა წლების განმავლობაში მოქმედი მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომელიც მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის დადგენილ გზებს მოიცავს გამოცდის ჩაბარებისა და პრაქტიკული საქმიანობის შეფასების სახით, ხოლო, მეორე მხრივ, პარალელურ რეჟიმში მოქმედი კომისია, რომელიც მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას აძლევს.

 

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გაანალიზდეს ამ წლების გამოცდილება, მთლიანობაში დავინახოთ, რა გამოწვევები არსებობს მასწავლებელთა კარიერული წინსვლისა და პროფესიული ზრდის მიმართულებით, დავინახოთ სრული ციკლი, რაც ახლა მიმდინარეობს სისტემაში გამოცდებისა და პორტფოლიოების წარმოების თვალსაზრისით, შემდგომში სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თანაბარ მდგომარეობაში იყვნენ მასწავლებლები კარიერული განვითარების პროცესში. ზემოთქმულის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე დროებით შეჩერდეს სპეციალური კომისიის საქმიანობა, რომელიც მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე, კომისიური წესით სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას აძლევს.

 

 

გავაგრძელებ მასწავლებლებთან შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც მოგვცემს საშუალებას, მივიღოთ სწორი, სამართლიანი და მასწავლებელთა ინტერესზე მორგებული სამომავლო გადაწყვეტილებები“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა, როგორც ამას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი