თბილისის მერია ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამას განაგრძობს
24-05-2023, 12:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ამჯერად, ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩის N18-ში მდებარე ავარიული კორპუსი ჩანაცვლდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 40-ამდე პროექტი განიხილება.

 


„ავარიული სახლების ჩანაცვლება მტკივნეული საკითხია, რადგან ბევრი ასეთი შენობა გვაქვს. თბილისის მერია წლების განმავლობაში აღნიშნული შენობების გამაგრებას უზრუნველყოფდა, შედეგ კი დავიწყეთ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, რაც ითვალისწინებს ავარიული შენობა-ნაგებობების სრულ დემონტაჟს და ახალი კორპუსების აშენებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


მისი თქმით, ამ ეტაპზე, ვარკეთილში,კალოუბნის ქუჩა#18-ში მდებარე სამსართულიანი კორპუსის ჩანაცვლების საკითხზე, მოსახლეობასთან ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია.

 


„ეს მაღალი კატეგორიის ავარიული შენობაა. აქ 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. ისინი უკვე ქირით გვყავს გაყვანილი. პროექტი შეთანხმებულია, ყველანაირი კვლევა ჩატარებულია. აღნიშნული კორპუსის ნაცვლად,თანამედროვე საცხოვრებელი სახლი აშენდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

მისივე განმარტებით, დედაქალაქში არსებული ავარიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განახლება-რეაბილიტაციაც გაგრძელდება.

 


„ქალაქში ბევრია ავარიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. „თბილისის განვითარების ფონდი“ ახორციელებს ძველი თბილისის უბნების რეაბილიტაციას, თუმცა ეს არ არის საკმარისი. პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მსგავსი შენობა-ნაგებობების განახლებას, ბიზნეს სექტორს აძლევს საშუალებას, მათი ჩართულობით მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია. ამ მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, იმ კომპანიებს, რომლებიც მოვლენ აღნიშნული შენობების განახლების კონკრეტული წინადადებით, სხვა უბანში, რომელიც არ არის ძველი თბილისის ნაწილი, მივცეთ კოეფიციენტის გადამეტების შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი