საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. მინისტრს თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ უმასპინძლა და ის სივრცე დაათვალიერებინა, სადაც უნივერსიტეტის ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსი უნდა აშენდეს.
ახალი შენობა უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება და მისი მშენებლობა სრულად ფინანსდება თსუ-ს ბიუჯეტიდან. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყობა სტუდენტური სივრცეები.
ახალი შენობის არქიტექტურული პროექტის მომზადებისთვის უკვე გამოცხადდა ღია კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. საპროექტო კონცეფციის შემუშავებისას კი, გათვალისწინებული იქნება ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კონტექსტი და მახასიათებლები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.