დიმიტრი მედვედევი: უკრაინის კონფლიქტი შესაძლოა, დიდხანს, ათწლეულებიც კი გაგრძელდეს და კიევის დამარცხების შემდეგ, უკრაინის დაშლა ორი გზით განვითარდეს
26-05-2023, 10:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

GUARDIAN.GE - უკრაინის კონფლიქტი შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს, შესაძლებელია, რომ ათწლეულებითაც, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა, ვიეტნამში ვიზიტის დროს, ჟურნალისტებთან საუბრისას.

 


„ეს ახალი რეალობაა, ცხოვრების ახალი პირობები. ვიდრე იქ ამგვარი ხელისუფლებაა, მოდი ვთქვათ, რომ იქნება სამი წელი ზავი, ორი წელი კონფლიქტი, და თავიდან განმეორდება ყველაფერი. საჭიროა თავად კიევის ნაცისტური ხელისუფლების ბუნების განადგურება“, - თქვა მედვედევმა.

 


უფრო ადრე, მან თავის „ტელეგრამის არხზე“ დაწერა, რომ უკრაინა სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ შესაძლოა გაქრეს რუსეთსა და ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას შორის მისი გაყოფისას. მედვედევმა ასევე არ გამორიცხა, რომ კიევის დამარცხების შემდეგ უკრაინის დაშლა ორი გზით განვითარდეს. მისი აზრით, ეს იქნება ან საგრძნობლად ნელი ეროზია უკრაინის სახელმწიფოებრიობის, ან მისი მყისიერი კოლაფსი.

 


მედვედევის თქმით, მოსკოვს უკრაინის გაქრობის მესამე სცენარი ესაჭიროება, რომლის მიხედვითაც, „ცენტრალური და და უკრაინის სხვა უპატრონო ოლქების“ ხალხები რუსეთის შემადგენლობაში შევლენ, თავად კონფლიქტი კი, მისი განუახლებლობის გარანტიით დასრულდება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი