ჯუანშერ ბურჭულაძე: „ჩვენ ვაფასებთ მათ  ურყევ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას“
26-05-2023, 14:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მისალოც სიტყვაში,  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების მძიმე გარემოსა და ამ ფონზე ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით თავდაცვის ძალების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ქვეყანაში  მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის  პროცესში, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის პრაგმატულ პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება:  „როცა ომი მიმდინარეობს შავი ზღვის რეგიონში  და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა უდიდესი გამოწვევის წინაშეა, ჩვენი მიზანია კიდევ უფრო გავაძლიეროთ  ქვეყანა.“

 


თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრისას,  უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში საერთაშორისო პარტნიორების  წვლილი და მათი თანმიმდევრული, მტკიცე მხარდაჭერა გაიხსენა და ნატოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მადლობა გადაუხადა.  აღნიშნული ამოცანის განხორციელების პროცესში, მინისტრმა   წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობა,  ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარება,  ინფრასტრუქტურისა და საბრძოლო საშუალებების განახლება სამხედროების სოციალური პირობების  გაუმჯობესება უწყების პრიორიტეტებად დაასახელა: „ჩვენმა მთავრობამ, პარლამენტთან აქტიური მუშაობით მყარი საფუძველი შექმნა სამხედრო მოსამსახურეების სოციალური უზრუნველყოფის გარანტიებისთვის და ახალი ინსტიტუციური რეფორმებისათვის, რაც თავდაცვის ახალი კოდექსით დარეგულირდება“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ“.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი