ჯუანშერ ბურჭულაძე: „ეს დღე თითოეული ქართველისათვის მნიშვნელოვანი, ჩვენი ეროვნული იდენტობის საყრდენი მოვლენაა“
26-05-2023, 14:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ჩემთვის დიდი პატივია, თქვენთან ერთად აღვნიშნო დღე, რომელიც
ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის
საუკუნოვანი ბრძოლის სიმბოლური თარიღია. ეს დღე თითოეული
ქართველისთვის მნიშვნელოვანი, ჩვენი ეროვნული იდენტობის ერთ-
ერთი საყრდენი მოვლენაა. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო
საქართველოს ყველა მოქალაქეს, ჩვენი  საზოგადოების ყველა წევრს,
ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, ყველას ვისაც გვაერთიანებს
საერთო ისტორია და აუცილებლად გვექნება საერთო, ღირსეული
მომავალი“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ
ღონისძიებაზე. სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა
ჩვენი ქვეყნისთვის 26 მაისის მნიშვნელობაზე. თავდაცვის მინისტრმა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებით მიულოცა
ვეტერანებსა და თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს,
ასევე ახალწვეულებს, რომელთაც დღეს დადეს სამხედრო ფიცი.
„განსაკუთრებით მინდა მივულოცო დამსახურებულ ვეტერანებს და
ჩვენი ჯარის მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამცველების
მხედრულ ტრადიციებს სამაგალითოდ აგრძელებენ და ყოველდღე
ამტკიცებენ, რომ წინაპრების ღირსეული შვილები არიან. მინდა ასევე
მივესალმო და ეს დღე მივულოცო ჩვენს ახალწვეულებს, რომლებმაც
სწორედ დღეს დადეს ფიცი და შეუერთდნენ თავდაცვის ძალების დიდ
ოჯახს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. ჯუანშერ ბურჭულაძემ
საკუთარ სიტყვაში მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ
გმირებს. „მინდა ქედი მოვიხარო ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნის
წინაშე. სწორედ მათმა თავგანწირვამ და უდრეკმა სულისკვეთებამ
შექმნა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა“, - განაცხადა
ჯუანშერ ბურჭულაძემ. ჯუანშერ ბურჭულაძემ მისალოც სიტყვაში
ყურადღება, ასევე, გაამახვილა კიდევ უფრო ძლიერი და ეფექტური
დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნის, ქვეყნის
უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცების მნიშვნელობაზე.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი