ლიბერთი ბიზნესისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით ქართულმა ბიზნესებმა თავისი პროდუქცია ნიუ იორკში წარადგინეს
27-05-2023, 10:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ლიბერთისა და Globalize პლატფორმის პარტნიორობის ფარგლებში, 2023 წლის 26 მაისს, ნიუ-იორკში (ა.შ.შ.) ლეგენდარულ Webster Hall-ში, ,,Globalize NY" კონფერენცია გაიმართა.

 


კონფერენციის მიზანი იყო ქართული დიასპორის, ინვესტორების, ტექნოლოგიებით და ინოვაციებით დაინტერესებული მხარეების, დისტრიბუტორების და საქართველოში ბიზნეს ინტერესების მქონე სხვა პარტნიორების ერთმანეთთან დაკავშირება და მათთვის ქართული პროდუქციისთვის ამერიკის ბაზარზე ქართული ბიზნესის და ტექნოლოგიების, ასევე საინვესტიციო და საექსპორტო შესაძლებლობების შეთავაზება.

 


Globalize აქტიურად მუშაობს ექსპორტის მიმართულებით და ეხმარება ქართველ ექსპორტიორებს ამერიკის ბაზარზე გაფართოებაში. კონფერენციაზე, პოტენციური ინვესტორების წინაშე, ქართულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპებმა თავიანთი იდეები წარადგინეს. კონფერენციის საგამოფენო სივრცეში 30-მდე ქართული ბიზნესის საექსპორტო პროდუქცია იყო წარმოდგენილი.

 

 

,,ლიბერთი მხარს უჭერს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ქართულ ბიზნესებს შეუწობს ხელს, განავითარონ საკუთარი პროდუქცია და გაზარდონ თავიანთი შესაძლებლობების არეალი. მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ ბიზნეს კომპანიებს, საშუალება მიეცათ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კერძოდ ამერიკის ბაზარზეც წარმოაჩინონ თავისი პროდუქცია. ლიბერთისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ყველა ის ქმედითი ნაბიჯი, რომელიც დაგვაახლოებს ჩვენი ბანკის არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან - ქართველ ემიგრანტებთან. ამ მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ და მუდმივად ვთავაზობთ სასარგებლო და საინტერესო სერვისებს და მათ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს. ორმაგად სასიხარულო და სიმბოლურია, რომ ემიგრანტებთან შეხვედრა სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიმართა“ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

 

 

ლიბერთი ბანკის შესახებ:

 


ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი