ახალქალაქში 26 მაისი საზეიმოდ აღინიშნა
27-05-2023, 12:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

26 მაისი საზეიმოდ აღინიშნა ახალქალაქში. ახალქალაქის ცენტრალურ პარკში შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილე დავით ვარდიაშვილმა და ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა მიულოცეს.

 


საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრში მოწყობილი იყო სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი სივრცეები მრავალფეროვანი და საინტერესო კომპონენტებით, მათ შორის თემატური სტენდებით და შემეცნებითი გამოფენებით, სპორტული აქტივობებით, როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის.

 


ადგილობრივებისთვის მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები გაიმართა. მოეწყო თემატური ინსტალაციები, ფოტოზონები, პავილიონები, მოსასვენებელი სივრცეები და ხელნაკეთი ნივთების გამოფენები. ასევე, მოქალაქეებს ადგილზე თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენის დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ. ქალაქის ცენტრში შეკრებილთათვის კონცერტი გამართეს ადგილობრივმა შემსრულებლებმა, ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა. ღონისძიებამ კულმინაციას 17 საათსა და 10 წუთზე მიაღწია, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის ახალქალაქშიც საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდა. პერფორმანსების თანხლებით ჰაერში ფერადი ფოიერვერკი და ათასობით ჰელიუმის ბუშტი გაუშვეს.

 


საღამოს დაგეგმილ კონცერტზე კი ნოდიკო ტატიშვილმა, სოფო გელოვანმა, მარიამ მამისმედაშვილმა, დათუნა მგელაძემ და დუეტმა ჯორჯიამ იმღერეს.

 

 

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი