ლიბერთი ემიგრანტებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით ემიგრანტები ქართულ ენას ონლაინ შეისწავლიან
29-05-2023, 13:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ლიბერთისა და Globalize პლატფორმის პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს,26 მაისს, ნიუ-იორკში (აშშ) ლეგენდარულ Webster Hall-ში, Globalize NY კონფერენცია გაიმართა, სადაც ქართულმა ბიზნეს კომპანიებმა ქართული დიასპორის, ინვესტორების, ტექნოლოგიებით და ინოვაციებით დაინტერესებული მხარეების და საქართველოში ბიზნესინტერესების მქონე სხვა პარტნიორებისთვის, ქართული პროდუქცია წარადგინეს და საინვესტიციო და საექსპორტო შესაძლებლობები შესთავაზეს. პოტენციური ინვესტორების წინაშე, კონფერენციის საგამოფენო სივრცეში 30-მდე ქართული ბიზნესის, მათ შორის ლიბერთის პარტნიორი ბიზნეს კომპანიების საექსპორტო პროდუქცია იყო წარმოდგენილი.


ამავე კონფერენციის ფარგლებში, ლიბერთიმ, ქართველი ემიგრანტებისთვის უმნიშვნელოვანესი პროგრამა დაანონსა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ ემიგრანტებს და მათი ოჯახის წევრებს ონლაინ შეისწავლონ ქართული ენა. რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, ლიბერთის მხარდაჭერით, უცხოური ენების შემსწავლელმა წამყვანმა ონლაინ პლატფორმა Lingwing -მა შექმნა ქართული ენის შემსწავლელი საბაზისო კურსი. ამ პლატფორმით, ქართული ენის შესწავლა, ინგლისური ენიდან სრულიად უფასოდაა შესაძლებელი.

,,ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის პრიორიტეტია განათლება და ყველა იმ პროექტის ხელშეწყობა, რომელიც მშობლიური ენის პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ შეუწყობს ხელს. მოხარული ვართ, რომ Lingwing-თან პარტნიორობით შევძელით კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ ემიგრაციაში მცხოვრები ქართველების საჭიროებებთან და სწორედ მათთვის და მათი შვილებისთვის შევქმენით ქართული ენის შემსწავლელი კურსი. ამ კურსის დახმარებით ისინი უსასყიდლოდ, მარტივად და დამოუკიდებლად, ონლაინ ან მობილური აპლიკაციით შეისწავლიან მშობლიურ ენას.

ჩვენთვის რაოდენ საამაყოა, ის რომ ქართული ენის სწავლას ან განმტკიცებას შეძლებს მომავალი თაობა, რომელიც დღეს ემიგრაციაში იზრდება. ორმაგად სასიხარულო და სიმბოლურია, ის ფაქტი, რომ Globalize NY კონფერენციის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს, სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შევხვდით და მნიშვნელოვანი პროექტი გავაცანით" - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.


დეტალურად პროექტი იხ: https://bit.ly/43hb2VH 

ლიბერთის შესახებ

 

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდლარს შეადგენს დ ადასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორცფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი