მოხალისეთა ორგანიზაციები თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეებს დადებითად აფასებენ
29-05-2023, 16:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მოხალისეთა ორგანიზაციები თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეებს დადებითად
აფასებენ. ახალი კოდექსის მიხედვით, სამინისტროს სისტემაში შეიქმნება საჯარო სამართლის
იურიდიული პირი, რომელიც თავდაცვის სფეროში მოხალისეობრივ ორგანიზაციებს საჭირო
ინფრასტრუქტურული, მატერიალური და ადამიანური რესურსით დაეხმარება. ასევე,
მოხალისეზე გავრცელდება სამხედრო მოსამსახურისათვის დადგენილი სოციალური
გარანტიები.

 


ამჯერად, სამუშაო შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა თავდაცვის
სფეროში მოხალისეთა კოორდინაციისთვის შესაქმნელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის
სტრუქტურა წარადგინეს. თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს
წარმომადგენლებმა კი, მოხალისეთა ორგანიზაციის წევრებს სსიპ-ის ვებ-საიტის პროექტი
გააცნეს. პრეზენტაციის შემდეგ ორგანიზაციების წევრებმა საკუთარი მოსაზრებები და
რეკომენდაციები წარადგინეს. მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან
თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეებს დადებითი შეფასება მოჰყვა.
თავდაცვის სამინისტროსა და მოხალისე ორგანიზაციებს შორის სამუშაო შეხვედრები
მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი