თბილისის 32-ე საჯარო სკოლას ბესარიონ კივილაძისა და ალექსანდრე თანდაშვილის სახელი მიენიჭა
30-05-2023, 12:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქ. თბილისის 32-ე საჯარო სკოლას აფხაზეთის ომსა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ბესარიონ კივილაძისა და ალექსანდრე თანდაშვილის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, ადგილობრივი საკრებულოს წარმომადგენლები, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები და დაღუპული გმირების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

 

მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა სტუმრებს და სამშობლოსთვის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების გმირობაზე ისაუბრა. სტუმრებმა საზეიმოდ გახსნეს სკოლის აბრა და გმირების მემორიალური დაფა, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა კი, სკოლას საჩუქრად სამახსოვრო დაფა გადასცეს.

 

ბესარიონ კივილაძე 1993 წელს ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაიღუპა, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით. ალექსანდრე თანდაშვილი 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალში დაიღუპა, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი