კადეტები საინფორმაციო შეხვედრებს თბილისში განაგრძობენ
30-05-2023, 14:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. მარტის თვიდან კადეტები საქართველოს მასშტაბით სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს მართავენ. ამ ეტაპზე შეხვედრები თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარეობს.

 

კადეტები თბილისის 29-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ და მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ. მათ ახალგაზრდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ლიცეუმის შექმნის ისტორიის, ლიცეუმში ცხოვრების პირობებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეები სამხედრო ლიცეუმში მიღების პირობებით დაინტერესდნენ და სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
8 ივნისს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე იგეგმება. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ ინფრასტრუქტურა დაათვალიერონ და ლიცეუმის საცხოვრებელ პირობებს გაეცნონ.

 

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა მიღებას ყოველწლიურად ახორციელებს. მიიღებიან მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე წელს ცხრა კლასს ასრულებენ. მოსწავლემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია, ჩააბაროს მისაღები გამოცდები ზოგად უნარებსა და მათემატიკაში, ასევე გაიაროს სამედიცინო შემოწმება. რეგისტრაციისას საბუთების მიმღებ კომისიაზე უნდა გამოცხადდეს, როგორც მოსწავლე, ასევე, ერთ-ერთი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით) და წარმოადგინონ ვებ გვერდზე - cadet.mod.gov.ge მითითებული საბუთების ჩამონათვალი. ლიცეუმში მიღება კონკურსის წესითაა. მოსწავლემ უნდა გადალახოს ზოგად უნარებსა და მათემატიკაში დაწესებული ჯამური ქულის 30%-იანი ბარიერი და მოხვდეს ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხობრივი კვოტის მიხედვით შედეგების მაღალ რეიტინგულ სიაში. გამოცდების შედეგების მიხედვით, ლიცეუმში ჩასარიცხად შერჩეული მოსწავლეები, გაივლიან სამედიცინო შემოწმებას. თუ რომელიმე მოსწავლე სამედიცინო შემოწმების შედეგად მიიღებს უარყოფით პასუხს, ის ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს და მას ჩაენაცვლება რეიტინგით მომდევნო მოსწავლე.

 

გასულ წელს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ჩასარიცხ მოსწავლეთა რაოდენობას დაემატება ადგილები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედროთა შვილებისთვის. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის შვილი, რომელიც გადალახავს ზოგადი უნარებისა და მათემატიკის გამოცდაში 30%-იანი ბარიერს რეიტინგული სიის გარეშე ჩაირიცხება ლიცეუმში.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი