„სამხედრო მოსამსახურეთა კარიერის ტრანზიციის“ შესახებ შეხვედრა გაიმართა
31-05-2023, 11:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
პრიორიტეტია. სოციალური მხარდაჭერის პოლიტიკის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტრომ
სამხედრო მოსამსახურეებს კიდევ ერთი ახალი პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„სამხედრო მოსამსახურეთა კარიერის ტრანზიციის“ პროექტის პრეზენტაცია თავდაცვის
სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა.

 


პროგრამა სამხედრო მოსამსახურეთათვის ახალი ცოდნის და უნარ-ჩვევების შესწავლას,
პროფესიულ გადამზადებასა და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების
მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, თავდაცვის ძალების
აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე, სხვადასხვა უწყების
სააგენტოების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

 


სააგენტოს წარმომადგენლებმა დასაქმების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის, პროფესიული
განვითარების და მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამების შესახებ პრეზენტაციები
წარადგინეს და დამსწრეებს დეტალურად გააცნეს ინფორმაცია ყველა იმ შესაძლებლობაზე, რაც
სამხედრო მოსამსახურეებს სამოქალაქო სექტორში რეინტეგრაციის შემდეგ ექნებათ. „სამხედრო
მოსამსახურეთა კარიერის ტრანზიციის“ პროექტი 2023 წელს დაიწყო, რაც თავდაცვის ძალების
სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობას აძლევს აქტიურად მოემზადონ სამოქალაქო
პროფესიული ცხოვრებისათვის.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი