გიორგი ამილახვარი: პროფესიული განათლება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
31-05-2023, 15:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა.

 


მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას პროფესიული განათლების მიმართულებით საკუთარი ხედვები გააცნო, პროფესიული განათლების პრიორიტეტების ცვლილებისა და ამ მიმართულებით ახალი მექანიზმების შემუშავების შესახებ ისაუბრა, რომლებიც გულისხმობს კერძო სექტორის სწრაფად და მოქნილად ჩართულობას პროფესიული განათლების განვითარების პროცესში.

 

 

გიორგი ამილახვარი: „პროფესიული განათლება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია, პროფესიული პროგრამის შემუშავებისა და პროფესიული კოლეჯის დაფუძნების პროცესში უზრუნველყოფილი იყოს კერძო სექტორისა და დამსაქმებლების ჩართულობა თავიდანვე, რათა ხელი შევუწყოთ დასაქმების პროცენტულობის ზრდას. ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეული მიზნები და ვმუშაობთ შესაბამის ახალ კონცეფციაზე უნარების სააგენტოსთან ერთად. სწორედ ამ და სხვა მიმდინარე საკითხებზე გვქონდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან განხილვა, მოვისმინეთ მათი მოსაზრებები და ბუნებრივია, ამ ფორმატში აქტიურ რეჟიმში ხშირად გვექნება მათთან კომუნიკაცია.“

 

 

შეხვედრაზე სხდომის წევრებმა პროფესიული უნარების განვითარების შეფასების ანგარიშის ძირითად მიგნებებზე პრეზენტაციები წარადგინეს, იმსჯელეს არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე და განხილული თემების შესახებ დისკუსია გამართეს.

 

 

სამეთვალყურეო საბჭო პროფესიული უნარების სააგენტოს უმაღლესი მართვის ორგანოა, რომელიც დაკომპლექტებულია საჯარო-კერძო პარტნიორობის პრინციპით, ქვეყანაში არსებული ბიზნეს გაერთიანებებისა და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლებით. საბჭო მონაწილეობას იღებს სააგენტოს პოლიტიკის განსაზღვრასა და მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულებაში, მათ შორის, სააგენტოს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის დამტკიცებაში.

 

 

ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი