ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსებიდან შვიდი წელი გავიდა
31-05-2023, 17:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) დაარსებიდან შვიდი
წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის
მოადგილე დავით სუჯაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი
ზაზა ჩხაიძე და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია
სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრნენ. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ ნატო-
საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები და პარტნიორი
ქვეყნების მოწვეული სტუმრები.

 


თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ JTEC-ის პირად
შემადგენლობას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და იუბილე მიულოცა. ნატო-
საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარებაში
შეტანილი წვლილისთვის სამხედრო მოსამსახურეები სხვადასხვა უწყებრივი მედლებითა და
საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. მოწვეულმა სტუმრებმა კრწანისის ბაზაზე არსებული
სიმულაციების კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრის ახალი შენობა და
სიმულაციურ-ტექნიკური შესაძლებლობები დაათვალიერეს.

 


ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) ეროვნულ
სასწავლო ცენტრ „კრწანისის" ბაზაზე, 2014 წელს უელსის სამიტზე საქართველოსთვის
მინიჭებულ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში შეიქმნა. JTEC
თავდაცვის ძალების ტაქტიკური დონის ქვედანაყოფებს კოლექტიური წვრთნებისა და
შეფასებისათვის, საველე, სიმულაციური და ვირტუალური შესაძლებლობებით
უზრუნველყოფს. JTEC-ის ინიციატივის განხორციელებაში ქართველ სამხედრო
მოსამსახურეებთან ერთად, დაარსების პირველივე დღიდან ჩართულნი არიან ნატოს წევრი და
პარტნიორი ქვეყნების მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები. მრჩეველთა ჯგუფში ნორვეგიის,
ლიეტუვას, დიდი ბრიტანეთის, უნგრეთისა და დანიის წარმომადგენლები შედიან, ასევე
ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში - ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო
მოსამსახურეები. დღეისათვის JTEC-ის შემადგენლობაში სამი ცენტრია: საბრძოლო მომზადების
ცენტრი, წვრთნების შეფასების ცენტრი და სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და
ინფორმაციული სისტემების ცენტრი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი