საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული ჯარისკაცების შვილებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების შვილებს აკვაპარკ „ჯინო ფერედაისში“ უმასპინძლა და გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების შვილებს „ისთ ფოინთის“ 500 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა.
დღის განმავლობაში ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ პირველ ივნისთან დაკავშირებით დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა და გასართობი კომპლექსის ატრაქციონებით ისარგებლონ.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების ოჯახებზე ზრუნვა და მხარდაჭერა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.