მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეორარხის საჯარო სკოლის დირექტორი ფარმან გურბანოვი - პრაქტიკოსი მასწავლებლების მასობრივად დათხოვნამ შესაძლოა, სკოლებში დიდი საკადრო დეფიციტი შექმნას
01-06-2023, 16:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - არაქართულენოვანი საჯარო სკოლებიდან პრაქტიკოსი მასწავლებლების მასობრივად დათხოვნის პროცესმა შესაძლოა, სკოლებში დიდი საკადრო დეფიციტი შექმნას, რადგან პერიფერიებში ახალი კადრების მოძიების პროცესი მარტივი არ იქნება, - ამის შესახებ GUARDIAN.GE-ის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეორარხის აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა, ფარმან გურბანოვმა განუცხადა.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეორარხის საჯარო სკოლის დირექტორი ფარმან გურბანოვი
 


გურბანოვის აზრით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც დროებით შეჩერდა სპეციალური კომისიის საქმიანობა, რომელიც მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე, კომისიური წესით სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას აძლევდა - იმ შემთხვევაში იქნება ოპტიმალური, თუკი კომისია მომავალში მუშაობას ახალი, გაფართოებული შემადგენლობით განაახლებს და მასში სკოლების და რესურსცენტრების ხელმძღვანელი პირებიც იქნებიან ჩართული.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეორარხის საჯარო სკოლის დირექტორი ფარმან გურბანოვი (ხელმარცხნივ) და ამავე სკოლის ბუღალტერი იასიმ იმანოვი (ხელმარჯვნივ)

 


„ვფიქრობ, სპეციალურ კომისიაში მასწავლებლის სახლის წარმომადგენლების გარდა უნდა შედიოდნენ სკოლების დირექტორები, მათი მოადგილეები, ადგილობრივი რესურსცენტრების წარმომადგენლები და სტატუსის ამაღლებაზე წარდგენილ მასწავლებლებთან გასაუბრება არა ონლაინ ფორმატით, არამედ რეალურ გარემოში, თავად სკოლებში უნდა ხდებოდეს. ამასთან, სასურველი იქნება კანდიდატ მასწავლებლებს საგაკვეთილო პროცესზეც დაესწრონ. მე მიმაჩნია, რომ იმ პედაგოგებს, რომელთაც საბჭოთა პერიოდში ან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ადრეულ ეტაპზე აქვთ დამთავრებული უნივერსიტეტები თუ ინსტიტუტები და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული დიპლომები გააჩნიათ, გასაუბრების ნიადაგზე, გამოცდების გარეშე უნდა მიენიჭოთ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

 

 

 


„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უფრო სამართლიანი იქნებოდა, ამ პროცესში თავად სკოლების დირექციაც იყოს ჩართული, რადგან მაგალითად, პირადად მე, რომელსაც აგერ რამდენი ხნის მუშაობის სტაჟი მაქვს, როგორ შეიძლება სხვებზე უკეთესად არ ვიცოდე ჩემი სკოლის პედაგოგების შესაძლებლობები. ამდენი ხნის მუშაობამ ხომ დიდი გამოცდილება შემძინა. გეტყოდით, რომ თუკი, მაგალითად, პრაქტიკოს და უფროს მასწავლებლებს შევადარებთ, მათ მიერ საგაკვეთილო პროცესის წარმართვას ვგულისხმობ, ხშირ შემთხვევაში, კლასების მართვის თვალსაზრისით, ზოგიერთი პრაქტიკოსი მასწავლებელი გაცილებით მაღალ დონეზე დგას, ვიდრე სტატუსის მქონე პედაგოგი“, - აღნიშნა ფარმან გურბანოვმა.

 

 

 


გურბანოვი არ გამორიცხავს, რომ თუკი პრაქტიკოს მასწავლებლებს სკოლის დატოვება მოუწევთ, ახალი სასწავლო წლიდან არაქართულენოვანი სკოლები შესაძლოა, კადრების ნაკლებობის წინაშე აღმოჩნდეს.

 

 

 


„ჩვენი სკოლის მაგალითი რომ ავიღოთ, 25 პედაგოგი გვყავს, საიდანაც მხოლოდ 8 არის უფროსი მასწავლებელი, დანარჩენები პრაქტიკოსი ან მაძიებელია. დიდი ნაწილი დარეგისტრირდა გამოცდებზე, მაგრამ წინასწარ ძნელია იმის თქმა, რამდენი შეძლებს ჩაბარებას, 10 კრედიტის მიღებას და თუკი შედეგები არ იქნება დამაკმაყოფილებელი, არაქართულენოვანი საჯარო სკოლებიდან პრაქტიკოსი მასწავლებლების მასობრივად დათხოვნის პროცესმა შესაძლოა, სკოლებში დიდი საკადრო დეფიციტი შექმნას, რადგან პერიფერიებში ახალი კადრების მოძიების პროცესი მარტივი არ იქნება. ასეთ სოფლებში სკოლების გარდა არც ერთი დაწესებულება არ არსებობს, სადაც ადამიანი შეიძლება რომ დასაქმდეს. სოფლად ამდენი მასწავლებლის უმეშევრად დარჩენა კი, ოჯახებისთვისაც მძიმე ტვირთი იქნება“, - უთხრა GUARDIAN.GE-ის ფარმან გურბანოვმა.

 

 

 


გურბანოვი განათლების ახალი მინისტრის, გიორგი ამილახვარის საქმიანობას დადებითად აფასებს და სისტემატურად ეცნობა მინისტრისა და სამინისტროს აქტივობებს.

 

 

 


„განათლების ახალი მინისტრი, ბატონი გიორგი ამილახვარი, რასაც თვალყურს ვადევნებ, საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. სკოლის პედაგოგებთან, დირექტორებთან სისტემატური შეხვედრები, მათი აზრების მოსმენა, ალბათ უფრო ოპტიმალურ და სასარგებლო გადაწყვეტილებებამდე მიიყვანს მას. უდავოდ, დადებითი მომენტია, როცა მინისტრი ასეულობით პედაგოგს ხვდება, მათ მოსაზრებებს ისმენს, ამუშავებს და ასე იღებს გადაწყვეტილებებს.

 

 

 


„დღეს, საბჭოთა ტოტალიტარული პერიოდისაგან განსხვავებით, დამოუკიდებლები და თავისუფლები ვართ და ეს სასკოლო საქმიანობაშიც ასეა. ხელისუფლების მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. წელს, პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინციატივით დაწყებული 800 სკოლის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ჩვენი სკოლის კაპიტალური რემონტიც იწყება, სრულად მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, სველი წერტილები შენობის შიგნით გაკეთდება, მოკლედ, უმაღლესი სტანდარტების სკოლა გვექნება, თუმცა ამ პერიოდში დროებით სხვაგან მოგვიწევს სასწავლო პროცესის გაგრძელება, ჯერ არ ვიცით სად - 250 მოსწავლე გვყავს და დიდი შენობა დაგვჭირდება“, - განუცხადა GUARDIAN.GE-ის ფარმან გურბანოვმა.

 

 

 


მოკლე ბიოგრაფიული ცნობები ფარმან გურბანოვის შესახებ

 

 

 


დაიბადა 1950 წლის 5 სექტემბერს მარნეულის რაიონში. 1972 წელს, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ქალაქ განჯის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა მშობლიურ სოფელში, დამია გეორარხში ფიზიკის მასწავლებლად დაიწყო, ერთი წლის შემდეგ კი საბჭოთა არმიის რიგებში, ყაზახეთის დედაქალაქ ალმა-ატაში გაიწვიეს და სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულებისთანავე ისევ მშობლიურ სკოლაში დაბრუნდა ფიზიკის მასწავლებლად. 1982 წელს სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ დაინიშნა და აღნიშნულ თანამდებობაზე 33 წელი იმუშავა, ვიდრე 2015 წელს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნებოდა, 2016 წლიდან დღემდე კი სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეორარხის საჯარო სკოლის დირექტორია.

 

 

 

დაბლა GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეორარხის საჯარო სკოლა, სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დაბლა GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეორარხის საჯარო სკოლის მესამე კლასში მათემატიკის გაკვეთილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი