ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, ტრადიციულად ნინოობა იზეიმეს.
ფარავნის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ, სადღესასწაულო წირვა აღევლინა, სადაც საქართველოში ქრისტიანობის მქადაგებელი და გამავრცელებელი წმინდა ნინო შეჩერდა.
ლიტურგიას საქართველოს პარლამენტის წევრი სუმბატ კიურეღიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, მერი ანივარდ მოსოიანი, მერის მოადგილე ალექსანდრე მიქელაძე, მერიის სამსახურის უფროსები და მორწმუნეები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას და ფოტომასალას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.