კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
02-06-2023, 15:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში
კურსდამთავრებულთა მეთორმეტე გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

 

კურსდამთავრებულებს სიტყვით თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი
მათიაშვილმა მიმართა და სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა. ღონისძიება
დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. ლიცეუმის 7 სამხედრო მოსამსახურე უწყებრივი
მედლებით დაჯილდოვდა, კურსდამთავრებულებს კი, დაწყებითი სამხედრო მომზადების
სერტიფიკატები და ლიცეუმის სამკერედე ნიშნები გადაეცათ.

 

სამხედრო ლიცეუმი წელს 75-მა კადეტმა დაამთავრა, რომელთაგან 3 ოქროსა და 4 ვერცხლის
მედლის კანდიდატია. 30 კურსდამთავრებული სწავლას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში
განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ აქედან 3 გოგონაა.

 

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და
თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. დღესვე, ღონისძიების დასრულების
შემდეგ სტუმრებმა ლიცეუმის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი
ლაზარეთის შენობა საზეიმოდ გახსნეს და განახლებული სარეკრეაციო ადგილი დაათვალიერეს.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ინფრასტრუქტურითა და სწავლების დონით ერთ-ერთი
გამორჩეულია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. ლიცეუმში
არსებული სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით კურსდამთავრებულები
წარმატებით აგრძელებენ სწავლას საქართველოს, აშშ-ს, თურქეთის, კანადის, დიდი
ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო აკადემიებში.

 

აღსანიშნავია, რომ პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და თავდაცვის
მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ძალისხმევით აღმოსავლეთ საქართველოში გენერალ
მაზნიაშვილის სახელობის ახალი კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობა დაიწყო.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი