ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა
02-06-2023, 17:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა.

 

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა და ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. აღინიშნა პოლიტიკური დიალოგის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობა.

 

ითქვა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ახორციელებენ მსოფლიო და რეგიონული მნიშვნელობის სხვადასხვა ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებს და გამოითქვა მზაობა სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე ორ ქვეყანას შორის არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მიზნით. ყურადღება დაეთმო ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს.

 

ამასთან, აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება და რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის ფორმირება. საუბარი შეეხო ახალი დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის - ბაქო-თბილისი-ყარსის სამშენებლო სამუშაოების სწრაფ ტემპში წარმართვის მნიშვნელობას.

 

პრემიერმა აზერბაიჯანის დელეგაცია მიმდინარე წლის შემოდგომაზე თბილისში, „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მიიწვია.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე, ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი ესწრებოდნენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი