ლიბერთის მხარდაჭერით საგანმანათლებლო პროექტი ,,მზიურმცოდნე“ დაიწყო
05-06-2023, 14:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლიბერთის მხარდაჭერით, მზიურის სოციალური კაფე, ერთი თვის განმავლობაში, ბავშვების საგანმამათლებლო პროექტს უმასპინძლებს. ,,მზიურმცოდნე“ ბავშვებისთვის სხვადასხვა მიმართულებით შემეცნებითი გაკვეთილების ჩატარებას ითვალისწინებს. მზიურის პარკის ტერიტორიაზე, კაფე მზიურის სივრცეში, პატარები შესაბამის ცოდნას მიიღებენ ბუნების, ეკოლოგიის, ცხოველებზე ზრუნვისა და ინკლუზიური განათლების შესახებ.

 

,,კაფე მზიური, მეორე წელია, ლიბერთის მხარდაჭერით ვახორციელებთ "მზიურმცოდნეს". ეს არის ჩვენი ერთ-ერთი საბავშვო და საგანმანათლებლო პროექტი, რომლის დასრულების შემდეგ მონაწილე ბავშვები ბუნების, ეკოლოგიის, ცხოველებზე ზრუნვის და ინკლუზიური გარემოს შესახებ მნიშვნელოვანი ცოდნის მიღებასთან ერთად, „მზიურმცოდნის“ საპატიო წოდებას და კურსის გავლის დამადასტურებელ სამკერდე ნიშნებს მიიღებენ"- ანა გოგუაძე, კაფე მზიურის დამფუძნებელი.

 

,,ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტული მიმართულება განათლებაა და მოხარული ვართ, რომ ბანკის მხარდაჭერით კიდევ ერთი საინტერესო პროექტი შეიქმნა. მზიურის სოციალური კაფე, მეორე წელია ახორციელებს პროექტს, "მზიურმცოდნე" და მასპინძლობს ეკოლოგიით, ბუნების დაცვითა და ცხოველებზე ზრუნვით დაინტერესებულ ბავშვებს. ზაფხულის განმავლობაში, ლიბერთი არაერთი მსგავსი ტიპის აქტივობას გეგმავს ბავშვების განათლების ხელშეწყობის მიმართულებით"- თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

 

 

ლიბერთი ბანკის შესახებ

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

 

 

კაფე მზიურის შესახებ

მზიურის კაფე სოციალური საწარმოა, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს მზიურის პარკის ტერიტორიაზე და მისი მიზანია ინკლუზიური გარემოს შექმნა და ჯანსაღი კვების პოპულარიზება; ეკომეგობრული მიდგომების დანერგვა; აგრეთვე გარემოსდაცვითი აქტივობების ორგანიზება და ინიციატივების მხარდაჭერა; დამწყები ხელოვანების აქტივობების დაგეგმვა, ტექნიკური უზრუნველოყოფა და საკომუნიკაციო მხარდაჭერა; ასევე სამოქალაქო აქტივისტებისა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ხელშეწყობა საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი