რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 2023 წელს 5 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა დაიწყება
06-06-2023, 10:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

აქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მიმდინარე წელს 5 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა დაიწყება.

 

2023 წელს დაიწყება შემდეგი ბაღების მშენებლობა:

 


ქ. ამბროლაური-200 ბავშვზე გათვლილი;

 


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. სადმელი-50 ბავშვზე გათვლილი;

 


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ. ტვიში-30 ბავშვზე გათვლილი;

 


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეში-20 ბავშვზე გათვლილი;

 


ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში -50 ბავშვზე გათვლილი.

 


ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობის გარდა, 2023 წელს აგრეთვე დაგეგმილია:

 


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის დაბა ლენტეხის საბავშვო ბაღების სრული რეაბილიტაცია.

 


აქვე გაცნობებთ, რომ რეგიონის მაშტაბით 2021-2022 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3 საბავშვო ბაღს: ქ. ონის საბავშვო ბაღი, ლენტეხის სოფელ საყდარის საბავშვო ბაღი, ცაგერის სოფელ ორბელის საბავშვო ბაღი საერთო ღირებულებით- 937 098 ლარი.

 


2022 წელს დაიწყო 2 საბავშვო ბაღის მშენებლობა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფერჩსა და ქულბაქში, რომლის დასრულებაც დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს და საერთო ღირებულება შეადგენს- 1 225 841 ლარს.

 


საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და რეაბილიტირდება. მოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.

 


სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი