ირაკლი ღარიბაშვილი: ვემზადებით, ღირსეულად ვუმასპინძლოთ 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში, სრულად განვაახლეთ ათი ობიექტი
06-06-2023, 13:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოგეხსენებათ, ჩვენ ვემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის - ეს არის 21 წლამდე ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატისთვის. 21 ივნისს საქართველო-პორტუგალიის თამაში გაიმართება და ჩვენი ქვეყანა არის სრულად მზად, რომ ღირსეულად, უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ ეს ჩემპიონატი. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის იყო ძალიან დიდი გამოწვევაც, ამავდროულად არის ძალიან დიდი პატივი, ვუმასპინძლოთ ამ მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებას. ჩვენ სულ რაღაც 1 წელიწადში, უფრო ნაკლებ დროში, ჩავუტარეთ რეაბილიტაცია 10 ობიექტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის განახლებულ სტადიონზე განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ჯამში, 10 ობიექტის რეაბილიტაციაზე 115 მლნ ლარი დაიხარჯა.

 

 

„პირველ რიგში, მოგესალმებით ყველას, ძვირფასო, სახელოვანო ვეტერანო სპორტსმენებო, ფეხბურთელებო, პარლამენტის, მთავრობის წევრებო ყველას მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს ქუთაისს და ქუთაისელებს.

 

მოგეხსენებათ, ჩვენ ვემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის - ეს არის 21 წლამდე ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატისთვის. 21 ივნისს საქართველო-პორტუგალიის თამაში გაიმართება და ჩვენი ქვეყანა არის სრულად მზად, რომ ღირსეულად, უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ ეს ჩემპიონატი. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის იყო ძალიან დიდი გამოწვევაც, ამავდროულად არის ძალიან დიდი პატივი, ვუმასპინძლოთ ამ მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებას. ჩვენ სულ რაღაც 1 წელიწადში, უფრო ნაკლებ დროში, ჩავუტარეთ რეაბილიტაცია 10 ობიექტს და თქვენ ნახეთ შესანიშნავი, ახალი, სრულად განახლებული ქუთაისის შენგელიას სახელობის სტადიონი, რომელიც პრაქტიკულად ახლიდან ავაშენეთ. მოეწყო და რეალურად უეფა-ს სტანდარტების მიხედვით გაკეთდა ყველაფერი აქ , მინდა მადლობა გადავუხადო მშენებელ კომპანიას, ყველას, ბატონი ირაკლი ქარსელაძის უწყებას, მუნიციპალური განვითარების ფონდს, ყველას, ვინც ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტში იყო ჩართული. 10 ობიექტს ჩავუტარეთ რეაბილიტაცია, 115 მლნ ლარი დაიხარჯა ამ პროექტების განხორციელებისთვის, თბილისში მე დღეს დილით ვიმყოფებოდი, მოვინახულეთ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი და იქაც ანალოგიურად, სრულად განახლდა სტადიონი. აქ თქვენ ხედავთ, რომ ეს არს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი, 35 მლნ ლარი დაიხარჯა ამ ყველაფერში, თბილისში 32 მლნ ლარი დაიხარჯა, თუ არ ვცდები, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის გასაახლებლად და მნიშვნელოვანია, რომ ეს დარჩება ჩვენს ქვეყანას, მომავალ თაობებს. ამას სჭირდება ახალ შენარჩუნება, განვითარება და ძალიანი მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმა, ჩვენმა ახალგაზრდებმა გამოიყენონ ეს ყველაფერი.

მინდა მოგილოცოთ, მადლობა გადავუხადო ჩვენს მინისტრს, ირაკლის, ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. მინდა მადლობა გადავუხადო მშენებელ კომპანია „დაგის“ და ფეხბურთის ფედერაციას. გილოცავთ, საქართველო არის მზად, რომ ვუმასპინძლოთ ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში,“- განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი