ირაკლი ღარიბაშვილმა ვანში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში რეაბილიტირებული ცენტრი დაათვალიერა
06-06-2023, 19:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან ლერი ბარნაბიშვილთან ერთად ვანში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში რეაბილიტირებული ცენტრი დაათვალიერა.

 

განხორციელებული სამუშაოების შესახებ პრემიერ-მინისტრს ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა.

 

პროგრამის ფარგლებში ვანში თავისუფლებისა და თამარ მეფის ქუჩებზე მდებარე, ჯამში, 35 შენობა და 3 სკვერი განახლდა. ასევე მოეწყო ადგილობრივი მოსახლეობის სახლებში შესასვლელი ღობეები და განათება, მოწესრიგდა ცენტრალური მოედანი, ბაზრის ტერიტორია, მიმდებარე კომერციული ფართებით. ჩატარებული სამუშაოების ღირებულებამ 11.8 მილიონ ლარამდე შეადგინა.

 

სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, დასრულებულია პროგრამის პირველი ფაზის პროექტები და დაწყებულია მეორე ფაზის სამუშაოები. ენერგოეფექტური მასალის გამოყენებით უკვე განახლებულია 727 შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორიები, მოწყობილია საფეხმავლო ბილიკები, ტროტუარები, საინჟინრო ქსელები, 92 სკვერი და 1 კმ-იანი ბულვარი ქობულეთში.

 

ვანში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი