გიორგი ამილახვარი: აქტიურად ვმუშაობთ მექანიზმებზე, როგორ ავამაღლოთ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟი და გავხადოთ ის უფრო მოთხოვნადი, ვიდრე არის
07-06-2023, 14:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აქტიურად ვმუშაობთ იმ მექანიზმებზე, როგორ ავამაღლოთ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟი და გავხადოთ ის უფრო მოთხოვნადი, ვიდრე არის, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

 

 

„ამას აქვს ორი კომპონენტი. ერთი, ეს უნდა იყოს საზოგადოებაში აღიარებული, დაფასებული პროფესია და, ბუნებრივია, ეს ვერ იქნება, თუ არ არსებობს მყარი სოციალური და ფინანსური გარანტიები ამ პროფესიის უკან. შესაძლოა, მხოლოდ ფინანსური კომპონენტიც არ ქმნიდეს პროფესიის პრესტიჟულობას, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ორივე კომპონენტის ნაზავი უნდა იყოს. ამ კუთხით რიგი მიმართულებები გვაქვს იდენტიფიცირებული და ვფიქრობ, უახლოესი მომავლიდან, ახალი სასწავლო წლიდან საზოგადოებას საჯაროდ გავაცნობთ იმ მექანიზმებს, მასწავლებელთა პროფესიის როგორ მხარდაჭერას ვფიქრობთ“, – განაცხადა ამილახვარმა.

 

 

მისი თქმით, მასწავლებელი არის ერთ-ერთი მთავარი ღერძი, რომელსაც სჭირდება მხარდაჭერა კვალიფიკაციის, ფინანსური კუთხით და განვითარების მიმართულებით.

„იმ მოდელის მასწავლებლით, რომელიც მიგვაჩნია ყველასთვის მისაღებად, იმ ავტონომიის პრინციპით, რომლისკენაც მივდივართ და გვინდა, ვიაროთ, ვფიქრობ, რამდენიმე წელიწადში ჩვენ ერთიორად სახეცვლილ და გაუმჯობესებულ სასკოლო საზოგადოებას და სასკოლო სივრცეს მივიღებთ, რომელიც პირდაპირ უპასუხებს ჩვენი შვილების უფრო მაღალ აკადემიურ მოსწრებას“, – განაცხადა ამილახვარმა.

 

 

განათლების მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სასკოლო გეგმასთან, სახელმძღვანელოებთან თუ სხვა სასკოლო მიმართულებებთან დაკავშირებით სამინისტრო გარკვეული კვლევების წარმოებას გეგმავს.

 

 

„ჩემამდე მოხდა ეს და ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო, რომ განათლების სამინისტროში შეიქმნა განათლების კვლევების ეროვნული ცენტრი, რომელიც პირველად შექმნის პრეცედენტს სამინისტროში, რომ კვლევებზე, მტკიცებულებებზე დაყრდნობით იქნება განათლების პოლიტიკა განსაზღვრული და გადაწყვეტილებები მიღებული. ამ ცენტრის ეგიდით, გვინდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა დავაინიციროთ. ეს უახლოეს კვირებში დაიწყება, სადაც ბევრ კითხვაზე გვექნება პასუხი, იქნება ეს სასწავლო გეგმასთან, სახელმძღვანელოებთან თუ სხვა სასკოლო მიმართულებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

1tv.ge

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი