ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებისთვის სალექციო კურსი დაიწყო
08-06-2023, 12:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებისთვის სალექციო კურსს იწყებს. შემეცნებითი კურსის - „მე, საქართველოს მომავალი“ ოფიციალური გახსნის ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა.

 

კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ და მინისტრის მოადგილემ დავით სუჯაშვილმა. მათ მოხალისეების სახელმწიფოებრივ როლსა და თავდაცვის სფეროში ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - გრიგოლ გიორგაძე და გიორგი ბუბუნაური დაესწრნენ.


სალექციო კურსი ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მონაწილეები ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხებზე საბაზისო ცოდნას მიიღებენ.


მსმენელებს ლექციებს თავდაცვის სამინისტროდან და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან მოწვეული მომხსენებლები ჩაუტარებენ. შემეცნებითი კურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ეროვნული თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამხედრო საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე. თავდაცვის სამინისტრო მოხალისეობრივ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში უწყება სისტემატურად უზრუნველყოფს მათ მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და ხელს უწყობს ერთობლივ სწავლებებში ჩართულობას. ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები, დისკუსიები და კონსულტაციები. ეროვნულ დონეზე მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობისა და განვითარების საქმეში ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ რეფორმებს. კოდექსის ძალაში შესვლის შედეგად შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში თავდაცვის სფეროში მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობასა და კოორდინაციას განახორციელებს.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი