თბილისის მერიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზე დედაქალაქი მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტში ერთვება
08-06-2023, 14:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელებას თბილისის ტერიტორიაზე, სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის მიზნით. დოკუმენტს ხელი მოაწერეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ და იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ.

 

კახა კალაძის განცხადებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტში დედაქალაქის ჩართვით ხელი შეეწყობა როგორც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა უფლებების, ასევე, მუნიციპალიტეტის ინტერესების დაცვას.

 

„იუსტიციის სამინისტროსთან ვაფორმებთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის საფუძველზე თბილისის ტერიტორიაზე დაიწყება მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელება. ეს პროექტი დიდი ხანია მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით, თუმცა ამ პროცესში ჩართული არ იყო თბილისის მუნიციპალიტეტი, ამიერიდან კი თბილისში სისტემური რეგისტრაციის დაწყება ხელს შეუწყობს იმ მოქალაქეების საკუთრების უფლების და ინტერესების დაცვას, რომლებსაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აქვთ მიწის ნაკვეთები და მას აქამდე სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გამო ვერ არეგისტრირებდნენ. ამ პროექტის განხორციელება ასევე მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის ინტერესის გათვალისწინებისა და მისი ტერიტორიების იდენტიფიცირების მიზნითაც“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

მისივე განმარტებით, პროექტს საჯარო რეესტრი განახორციელებს, ხოლო მის ფინანსურ მხარდაჭერას თბილისის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.

 

„ეს მემორანდუმი კიდევ ერთი, ნათელი მაგალითია იმისა, რომ უწყებების გაერთიანებული ძალისხმევა, ეფექტიანი კოორდინირებული მუშაობა ზრდის მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვის ხარისხს. მინდა წარმატება ვუსურვო საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობას.


ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ პროექტის განხორციელების ხელშეწყობისთვის. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ბევრი ოჯახი ელოდება აღნიშნულ გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ, ის პრობლემები, რომელიც აქვთ ამ ადამიანებს, ამ პროექტის განხორციელებით ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

პროექტი 2024 წლის 31 დეკემბრამდე განხორციელდება და უზრუნველყოფს სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნას.

 

პროექტი მიმართულია მოქალაქეთა ინტერესების დაცვისკენ და მიზნად ისახავს შერჩეულ არეალებში, დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებისა და მართლზომიერი მფლობელობის დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე, მიწის ნაკვეთებზე შესაბამის უფლებამოსილ პირთა საკუთრების უფლების პირველად რეგისტრაციას, ცალკეულ შემთხვევაში რეგისტრირებული მონაცემების ცვლილებას, ასევე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებას.

 

პროექტის განხორციელების შედეგად, ასევე, იდენტიფიცირებული იქნება მუნიციპალიტეტის საკუთრებად დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები და განხორციელდება მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების ფონდის მონაცემების სრულყოფაც.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი