კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა
09-06-2023, 11:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე
გაიმართა. ლიცეუმმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის რვაასამდე დაინტერესებულ
მოსწავლეს და მშობელს უმასპინძლა.

 


თავდაპირველად სტუმრებს ლიცეუმის დირექტორის მოადგილე ვიცე-პოლკოვნიკი ბექა
კელენჯერიძე შეხვდა და ლიცეუმში არსებულ გამორჩეულ სასწავლო გარემოსა და ლიცეუმის
საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება. კადეტებმა პრეზენტაციის ფორმატში თანატოლებს
დეტალურად გააცნეს ლიცეუმში არსებული სასწავლო თუ საცხოვრებელი პირობები.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ვიზიტორებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა
დაათვალიერეს. ნახეს სასწავლო სივრცე, სიმულაციური კლას-კაბინეტები, სპორტდარბაზი,
საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების მიერ მომზადებული სახალისო და მრავალფეროვანი
ექსპერიმენტები, ასევე, რობოტექნიკა.

 


ლიცეუმში არსებული სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით
კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას საქართველოს, აშშ-ს, თურქეთის,
კანადის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო აკადემიებში.
ლიცეუმი მოსწავლეთა მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაციას 26 ივნისიდან დაიწყებს და 4
ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. მიღებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია
მოცემულია ბმულზე: https://shorturl.at/bovL2 

 


ლიცეუმი პანსიონის ტიპის, ავტორიზებული სასწავლო დაწესებულებაა. აქ მოსწავლეებს
უსასყიდლოდ შეუძლიათ მიიღონ მაღალი დონის განათლება, ასევე გაიარონ დაწყებითი
სამხედრო მომზადების კურსი და ლიცეუმში არსებული სპეციალური პროგრამების მეშვეობით
სწავლა გააგრძელონ არა მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, არამედ ისეთი
ქვეყნების სამხედრო სასწავლებლებში როგორებიცაა: აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი,
საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი.

 

 

ლიცეუმში ასწავლიან კვალიფიციური მასწავლებლები და სამხედრო ინსტრუქტორები,
რომლებიც აქტიურად იყენებენ სწავლების თანამედროვე მეთოდებს. ლიცეუმს ჰყავს 19
მასწავლებლის ყველაზე მაღალი სტატუსის -"მენტორი" მქონე მასწავლებლები, ასევე,
პროფესორ-მასწავლებლები.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი