ზურაბ უტიაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა
10-06-2023, 06:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ზურაბ უტიაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა. სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში იგი აღნიშნავს, რომ უბრუნდება ჯანდაცვის სფეროს, სადაც „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად განაგრძობს საქმიანობას „ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების სამსახურში“.

 

 

„ჩემო გურჯაანელებო. მინდა, შეგატყობინოთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვო გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა. პირველ რიგში, მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემს გუნდს და პირადად პრემიერ-მინისტრს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე მადლობა მინდა, გადავუხადო მოსახლეობას არჩევნებში ჩემი მხარდაჭერისთვის, რის საფუძველზეც მომეცა შესაძლებლობა, ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი სასიკეთო საქმე გამეკეთებინა. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისთვის, თანადგომისთვის და ერთობლივი, ნაყოფიერი მუშაობისთვის, მე მათ წარმატებებს ვუსურვებ!

 


მოკლედ მინდა შევაჯამო ის პროექტები, რაც ორი წლის განმავლობაში, ჩემი მერობის პერიოდში განხორციელდა მუნიციპალიტეტში. მეამაყება, რომ სწორედ ჩემი მერობის პერიოდში გადაიჭრა მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნის საკითხი, რომელიც ჩემი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. როგორც იცით, მუნიციპალური ტრანსპორტი გურჯაანში ათწლეულების განმავლობაში გაუქმებული იყო. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია კონსოლიდირებული ტენდერი და წლის ბოლომდე გურჯაანელებს 10 ახალი Isuzu-ს მარკის 21-ადგილიანი ავტობუსი მოემსახურება.

 


ასევე, მინდა გამოვყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით განხორციელებული პროექტი „განახლებული რეგიონები“, რომლის ფარგლებშიც ქალაქ გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩამ თანამედროვე იერსახე მიიღო, რომელიც თითოეული გურჯაანელის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს.

 


კიდევ ერთი საკითხი, რომელიც წინასაარჩევნო შეხვედრების დროს გურჯაანელ ახალგაზრდებთან საუბრისას გამოიკვეთა, არის სკვერებისა და სპორტული მოედნების საჭიროება. სწორედ ამიტომ, ჩემი მერობის პერიოდში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 25-ზე მეტი საბავშვო მოედანი და სავარჯიშო სივრცე მოეწყო. აქვე მინდა, გაგაცნოთ ახალი პროექტი – ქალაქ გურჯაანში მულტიფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობა, რომელიც 2024 წელს დასრულდება. საჭიდაო მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი 150-მაყურებლიან ტრიბუნას მოიცავს, სადაც შესაძლებელი იქნება ყველა დონის სპორტული ტურნირის ჩატარება.

 


ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მნიშვნელოვანი პროექტების, რომლის განხორციელებაც ყველამ ერთობლივად შევძელით. მუნიციპალიტეტის მშენებლობა და მოქალაქეებზე ზრუნვა კვლავაც გაგრძელდება.

 


ვუბრუნდები ჯანდაცვის სფეროს, სადაც „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად გავაგრძელებ საქმიანობას ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების სამსახურში.

 


ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტს – გურჯაანს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში და, რასაკვირველია, ვრჩები გურჯაანისა და გურჯაანელების მხურვალე გულშემატკივრად“, – წერს უტიაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი