ზაზა ბიბილაშვილი: ის, რასაც „რვა სული ქურდის ძმაკაცი“ კალაძე აკეთებს და რამაც მოქალაქეთა ცხოვრება ყოველდღიურ ჯოჯოხეთად აქცია, არანაირი „სატრანსპორტო რეფორმა“ არაა
12-06-2023, 10:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ის, რასაც კალაძე აკეთებს და რამაც მოქალაქეთა ცხოვრება ყოველდღიურ ჯოჯოხეთად აქცია, არანაირი „სატრანსპორტო რეფორმა“ არაა. ამ სადიზმის ერთადერთი მიზანი საბიუჯეტი მილიარდების კერძო ჯიბეებში გადაქაჩვაა, უბრალო ადამიანების შეურაცხყოფის, დროის ფლანგვის, ხელოვნურად შექმნილ საცობებში დასტრესვის, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების (გამონაბოლქვის ზრდისა) და ადამიანების ტანჯვის ფასად, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ „ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებელი, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ზაზა ბიბილაშვილი წერს.

 

„რეფორმა არის ის, რაც მოქალაქეთა ცხოვრებას აუმჯობესებს.


რეფორმა იყო, როცა ვარდების რევოლუციის მერე ძაღლობა დაშალეს და პატრული შექმნეს.


რეფორმა იყო, როცა „ოვირი“ გააუქმეს და იუსტიციის სახლები შექმნეს.


რეფორმა იყო, როცა შევარდნაძის საბაჟო გააუქმეს და „გეზ“-ი შექმნეს.


რეფორმა იყო, როცა 27 გადასახადიდან 21 გააუქმეს და ექვსიღა დატოვეს ჩინოვნიკების საჯიჯგნად.


ის, რასაც კალაძე აკეთებს და რამაც მოქალაქეთა ცხოვრება ყოველდღიურ ჯოჯოხეთად აქცია, არანაირი „სატრანსპორტო რეფორმა“ არაა. ამ სადიზმის ერთადერთი მიზანი საბიუჯეტი მილიარდების კერძო ჯიბეებში გადაქაჩვაა, უბრალო ადამიანების შეურაცხყოფის, დროის ფლანგვის, ხელოვნურად შექმნილ საცობებში დასტრესვის, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების (გამონაბოლქვის ზრდისა) და ადამიანების ტანჯვის ფასად.

 

როცა ამათ გავყრით ამ „რეფორმის“ დიდი ნაწილი გასაუქმებელი იქნება. ის მილიარდებიც სახელმწიფო ბიუჯეტში იქნება დასაბრუნებელი.


45 წუთი ვიღოღე ბარათაშვილის ხიდიდან ავლაბრის მოედნამდე - მხოლოდ იმიტომ, რომ რვა სული ქურდის ძმაკაცმა კალაძემ წინა ხელისუფლების დროს დადგმული შადრევანი მოშალა, ავლაბრის მოედანზე მშენებლობის ნებართვა გასცა და შუქნიშანი ჩადგა, რომელიც თითო გაშვებაზე 5-6 მანქანას უშვებს“, - წერს ზაზა ბიბილაშვილი.

 

კომენტარები: 1
#1  seo
      
Have you guys worked with Caldwells before? I heard a lot of good reviews about their doors and services. Can any of you share your thoughts about it? Here's the link for the https://caldwells.com/.
19 ივნისი 2023 18:56
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი