საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში პრეზენტაციები გამართა.
კოპენჰაგენში, ოსლოსა და სტოკჰოლმში ღონისძიებები აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან თანამშრომლობით შედგა. პრეზენტაციებზე წარდგენილი იყოსაკონვენციო ბიუროს წევრი 15 ორგანიზაცია.
ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს საქმიანი ტურისტულ პოტენციალს სკანდინავიის ქვეყნების წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ბიზნეს ჯგუფების წარმომადგენლები გაეცნენ.
შეხვედრები გაიმართა B2B ფორმატში, სკანდინავიური კომპანიები საქართველოში საქმიანი ტურიზმის ინფრასტრუქტურით დაინტერესდნენ. დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში გამართული პრეზენტაციების მიზანია საქართველოს ცნობადობის ამაღლება სკანდინავიის ქვეყნებში და მსხვილი კონფერენციების, კონგრესებისა და ღონისძიებების მოზიდვა საქართველოში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.