15 ივნისს სამხედრო პოლიციის დღე აღინიშნება
15-06-2023, 14:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს თავდაცვის ძალები 15 ივნისს სამხედრო პოლიციის დღეს აღნიშნავს. სამხედრო
პოლიციელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ,
გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა და თავდაცვის
მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუბუნაურმა მიულოცეს. ღონისძიება ორხევში, სამხედრო
პოლიციის აღმოსავლეთის ბატალიონის ბაზაზე გაიმართა. სიტყვით გამომსვლელებმა
თავდაცვის ძალებში სამხედრო პოლიციის კომპონენტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს
ყურადღება და სამხედროებს წარმატებები უსურვეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის
მოადგილეები - ლელა ჩიქოვანი, გრიგოლ გიორგაძე, დავით სუჯაშვილი, გიორგი ხაინდრავა,
სამხედრო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი კახაბერ პეტრიაშვილი და თავდაცვის ძალების
წარმომადგენლები დაესწრნენ.

 


სამხედრო პოლიციის დღესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეები სამსახურებრივი
საშტატო იარაღითა და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ. სამხედრო პოლიციის პირადმა
შემადგენლობამ საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის
მადლობის სიგელებიც მიიღო.

 


სამხედრო პოლიციის განვითარება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP)
გათვალისწინებული ერთ-ერთი ინიციატივაა. განხორციელებული რეფორმებისა და
მოდერნიზაციის შედეგად სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი ნატოსთან თავსებად
სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა, რომელიც მხარს უჭერს სამანევრო ქვედანაყოფებს,
როგორც დისციპლინის, ასევე საბრძოლო ამოცანის შესრულებაში.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი