საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ვიზიტით რუმინეთში იმყოფებოდა
17-06-2023, 12:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფებოდა.

 

გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ანჯელ
ტილვარსა და შეიარაღებული ძალების თავდაცვის შტაბის უფროსს, გენერალ დანიელ
პეტრესკუსს შეხვდა. თავდაცვის ძალების მეთაურმა რუმინულ მხარეს მადლობა გადაუხადა
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროპული და
ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის. აღინიშნა, რომ რუმინეთი
საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ახლო მეგობარი ქვეყანაა, რასაც მოწმობს ქვეყნებს
შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, ხოლო თავდაცვის
მინისტრების მიერ ხელმოწერილი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
განახლებული ხელშეკრულება.

 

მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები მიმოიხილეს.
ასევე, განსაკუთრებული ადგილი დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების თემას. საუბარი შეეხო
ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებულ მექანიზმებსა და თავდაცვის
შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით განხორციელებულ რეფორმებს. აღინიშნა ნატო-
საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მნიშვნელოვანი როლი და პაკეტის ინიციატივების
წარმატებით განხორციელებაში რუმინეთის წვლილი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო
ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და
სამომავლო გეგმებს, მათ შორის სამხედრო განათლების მიმართულებას და ერთობლივ
წვრთნებში მონაწილეობას.

 

ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის ძალების მეთაური მრავალეროვნული სწავლების Dacian Strike
23 - ის საჩვენებელ სწავლებასაც დაესწრო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი