ენტონი ბლინკენსა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შეხვედრამ დაგეგმილზე ერთი საათით მეტხანს გასტანა
19-06-2023, 10:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პეკინში ჩავიდა, რათა ორ სუპერსახელმწიფოს, აშშ-სა და ჩინეთს შორის გაუარესებული ურთერთობების ნორმალიზებას შეეცადოს. მას ჩინეთში სტუმრობა თებერვალში ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ ვიზიტი მას შემდეგ გადაიდო, რაც შეერთებულმა შტატებმა თავის ტერიტორიაზე უზარმაზარი ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბუშტი ჩამოაგდო.

 

 

თითქმის ხუთი წლის განმავლობაში, ეს აშშ-ის მთავარი დიპლომატის პირველი ვიზიტია ჩინეთში.

 

 

ბლინკენმა პეკინში ვიზიტი თავის ჩინელ კოლეგასთან, უანგ ისთან შეხვედრით დაიწყო და ორი ქვეყნის მთავარ დიპლომატებს შორის შეხვედრამ დაგეგმილზე ერთი საათით მეტხანს გასტანა.

 

 

მოგვიანებით, ბლინკენი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდება.

 

 

ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთერთობები მკვეთრად გაუარესდა ბოლო წლებში სავაჭრო კონფლიქტების, ადამიანის უფლებების, ტაივანთან დაკავშირებული თუ სხვა საკითხების გამო და ასეთ მდგომარეობაში, ძალიან მცირეა მოლოდინები იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის სადავო საკითხების მოგვარებისკენ რაიმე სერიოზული ნაბიჯები გადაიდგას.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი