თავდაცვის სამინისტროში სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის გამოშვების ღონისძიება გაიმართა
19-06-2023, 13:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო
კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. სამეთაურო-საშტაბო პროგრამის მეთორმეტე
გამოშვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური,
თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, ასევე თავდაცვის
ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის ძალების მეთაურმა
გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ
სამეთაურო-საშტაბო კურსისა და განათლებულ ოფიცერთა კორპუსის მნიშვნელობაზე
გაამახვილეს ყურადღება. მათი განცხადებით, სამხედრო განათლების ხელშეწყობა თავდაცვის
უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია.

 


ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულებს დიპლომები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.
რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზე გასული კურსდამთავრებული, მაიორი ბესარიონ
სიგუნავა თავდაცვის ძალების მეთაურმა საშტატო იარაღით დააჯილდოვა. წელს სამეთაურო-
საშტაბო პროგრამა 77 მსმენელმა წარმატებით დაასრულა. სამეთაურო-საშტაბო პროგრამის
ფარგლებში, ისინი სამხედრო ოპერაციების პრინციპებს, ლიდერობასა და მენეჯმენტთან
დაკავშირებულ საკითხებს, სამხედრო ისტორიასა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს
გაეცნენ.

 


დაარსების დღიდან, სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი ეროვნული თავდაცვის აკადემიის
დაქვემდებარებაში იყო, ხოლო 2021 წლის დეკემბრიდან წვრთნებისა და სამხედრო განათლების
სარდლობის დაქვემდებარებაში გადავიდა. სამეთაურო-საშტაბო პროგრამა 2009 წელს ამერიკელ
მრჩეველთა ჯგუფის მხარდაჭერით შეიქმნა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი