ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ოთხი საკითხი დაამტკიცეს
19-06-2023, 16:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.

 


სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსი სამველ არზუმანიანი, ეკონომიკის სამსახურის უფროსი საიათ მკოიანი, იურიდიული სამსახურის უფროსი ხორენ ავეტისიანი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ჯემალი ხმალაძე და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

განსახილველი იყო ოთხი საკითხი:

 


1. ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

 


2. „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის 2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

 


3. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ნინოწმინდაში, თავისუფლების ქუჩა #37-ში (შენობის პირველ და მეორე სართულზე) მდებარე უძრავი ქონების, 124 კვ.მ და 273 კვ.მ. ფართების (საკადასტრო კოდი: 65.12.33.289) პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლოდ, უზუფრუქტის ფორმით, 2 წლის ვადით „რადიო-ტვ ფარვანას“-თვის გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ;

 


4. ,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჯარიმო ქვითრის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის #12 16 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.

 


დღის წესრიგის საკითხები ერთხმად დამტკიცდა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი