კახა კალაძე: ბავშვებში LGBT პროპაგანდა არის ძალიან დიდი სიბინძურე, რაც შეეხება უმცირესობას, ეს ადამიანები საქართველოში ყოველთვის იყვნენ, არიან, მომავალშიც იქნებიან და მათ უფლებებს იცავს კანონი და სახელმწიფო
20-06-2023, 22:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კახა კალაძე მედიასთან საუბრისას მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით აგორებულ ცილისმწამებლურ კამპანიას გამოეხმაურა. თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ იგი ბავშვებში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდის კატეგორიული წინააღმდეგია, რაც შეეხება განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებს, მათი უფლებები სახელმწიფოს მიერ სრულად არის დაცული.

 


„ჩემი ოჯახის წინააღმდეგ აგორებული კამპანია პირველი შემთხვევა არ არის, ხშირია როდესაც პოლიტიკოსების ოჯახის წევრების მიმართ მსგავსი კამპანია და ბულინგი ხორციელდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ბავშვებში LGBT პროპაგანდა არის ძალიან დიდი სიბინძურე და კატეგორიულად მიუღებელი. საქართველოში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები ყოველთვის იყვნენ, არიან და მომავალშიც იქნებიან, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ ადამიანებს არავის დაცვა არ სჭირდებათ, რადგან ქვეყნის სხვა მოქალაქეების მსგავსად, მათ იცავს კანონი და სახელმწიფო. სექსუალური ორიენტაცია ადამიანების პირადი საქმეა და არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ამაში, თუმცა პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია. არაერთხელ მითქვამს და ეს არის ჩემი დამოკიდებულება - ყოველთვის ვიქნები ამის წინააღმდეგი, თუმცა ყოველთვის ვიდგები იქ, რომ ამ ადამიანების უფლებები იყოს დაცული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 


კახა კალაძის თქმით, LGBT თემს მისგან და მისი მეუღლისგან ის ადამიანი „იცავს“, რომლის მეუღლე წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი იდეოლოგი იყო.

 

 

„რაც შეეხება კამპანიას, ის ჩემი მეუღლის წინააღმდეგ წამოიწყო ქალბატონმა, რომელიც ვითომ „იცავს“ ამ ხალხის უფლებას და იცავს ვისგან? - ჩემგან და ჩემი მეუღლისგან. ეს სამწუხარო რეალობაა. ყველა ხედავს, ვინ არის ეს ადამიანი. მისი მეუღლე წლების განმავლობაში იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი იდეოლოგი. ის სიბინძურე, ბოროტება, რაც ხდებოდა ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში 2012 წლამდე, ამ ყველაფრის მთავარი იდეოლოგი იყო მისი მეუღლე. არ ვიცი, რამდენი ფაქტი ჩამოვთვალო: ოჯახების გაუბედურება, მკვლელობები, ადამიანის უფლებების დარღვევა, შეურაცხყოფა. გახსოვთ, ოდესმე გამოსულიყო და დაეგმო ეს ყველაფერი? დღეს ეს ადამიანი გამოდის და ვითომ იცავს ადამიანის უფლებებს და იცავს ჩემგან და ჩემი მეუღლისგან. სამარცხვინოა ეს ყველაფერი, თუმცა არ მიკვირს, რადგან ისინი აგრძელებენ ყველაფერ იმას, რასაც აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. დღეს რა რესურსი და შესაძლებლობაც აქვთ, იმას აკეთებენ - ცდილობენ, დააბულინგონ ადამიანები, შეუვარდნენ ოჯახებში, შეურაცხყოფა მიაყენონ და ა.შ. საზოგადოება კარგად ხედავს ყველაფერს“ - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი